x
მეტი
  • 06.04.2020
  • სტატია:100978
  • ვიდეო:345695
  • სურათი:463735
აგაგა - მეგრული მითოლოგია
აგაგა - მეგრული მითოლოგია


აგაგა არის მივიწყებული, დიდი ხნის მიცვალებულის მშიერი და მოხეტიალე სული ძველი მეგრულ-ლაზური რწმენა-წარმოდგენების მიზედვით. ის ხალხს წარმოუდგებოდა სუსტი, ძლივს მოსიარულე მამაკაცის ან ქალის სილუეტის, აჩრდილის სახით. ღამ-ღამობით ადამიანთა აგაგები ხშირად ჩნდებიან სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე აგაგა ხშირად შეუმჩნევიათ სასოფლო გზებსა და ბილიკებზე. ეს არსება ამბივალენტური ბუნებისაა. ერთი ცნობით, ვინმეს სამოსახლო ეზოში მის გამოჩენას მოუსავლიანობა, მოსავლის ჭირიანობა, ოჯახის სიღარიბე მოაქვს და აშინებს ადამიანებს. სხვა ცნობით კი, აგაგა შესაძლოა ადამიანის დამხმარედაც მოგვევლინოს, შველის მგზავრებს და მეთევზეებს.


წყარო: ნუგზარ ანთელევა. "კავკასის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017 წ.



კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0