x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფილმები, რომლებსაც თქვენი მეხსიერებიდან ვეღარ წაშლით
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.



image




ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.




კინო მართლაც ღრმა და საოცარი მიმართულებაა ხელოვნებაში. მას შეუძლია მოგვითხროს არა მხოლოდ თანამედროვეობის, ცხოვრების, ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ, არამედ შეიცავს ცნობებს ფერწერის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ მაგალითებზე და შეუძლია შეცვალოს ჩვენი ხედვა სამყაროზე, რაც მხოლოდ წიგნებს არ გამოსდის.




დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ფილმს, რომლებიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე უფრო ღრმად და შეგიცვლით წარმოდგენას, ძალიან ბევრ რამეზე.




1. 1+1 (ხელშეუხებელნი).image





2. Flight Crew (ეკიპაჟი).image





3. The best of me (საუკეთესო ჩემში).image





4. THE REVENANT (გადარჩენილი).image





5. Bridge of Spies ( ჯაშუშების ხიდი).image





6. THE MARTIAN (მარსელი).image





7. Southpaw (ცაცია).image





8. The Water Diviner ( წყლის მაძიებელი)image





4
213
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
213
  
2020, 27 მარტი, 13:19
"შინაგანად მე ვცეკვავ". "მოხატული პირბადე". "ამერიკული სილამაზე". "წყვდიადში მოცეკვავე". "კაფე დე ფლორი". "სუფრაჟისტები". "ომის ყვავილები". "პალმები თოვლში". "იდუმალი მდინარე". "მონანიება". "შადრევანი". "ჯადოსნური ბორბალი". "ალესილი დანა". "სხივი ოკეანეებს შორის".
2020, 27 მარტი, 13:11
ხელშეუხებელნი მაქვს ნანახი...სამი დღის წინ ვნახე და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა
2020, 27 მარტი, 12:14
ესენიც კარგია, მანჩო, მაგრამ საუკეთესოებს პირადში გირჩევ და არ ინანებ :*
2020, 27 მარტი, 11:38
ამ მოცლილობის ჟამს სულ ვეძებ კარგ ფილმებს, რომ საღამოობით ვუყურო ხოლმე. ავარჩევ აქედან რომელიმეს და ამ საღამოს ჩავუჯდები..წლებია ფილმების სანახავად ვერ ვიცლიდი
0 1 4