x
მეტი
  • 25.05.2020
  • სტატია:100884
  • ვიდეო:346059
  • სურათი:464326
რეალურად გვიცავს თუ არა საფრთხისგან მრავალჯერადი პირბადე? - ექიმი-ინფექციონისტი მაიკო ჯანაშია
კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად გამოჩნდა მრავალჯერადი პირბადეები, რომლებსაც ძალიან ბევრგან შეხვდებით. სოციალურ ქსელებში, თუ მაღაზიებში იყიდება თვითნებურად დამზადებულები.

გვიცავს თუ არა ეს პირბადე ვირუსისგან?

image

გაგაცნობთ ექიმ-ინფექციონისტის მაიკო ჯანაშიას მოსაზრებას. პირბადის შეკერვას, რომელიც დაგვიცავს ინფექციებისგან სჭირდება ქირურგიული სტანდარტი და ცოდნა. მაიკო თავის ფეისბუქის გვერდზე წერს:



"მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ - FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან - იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის. ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება - ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს".


შეგახსენებთ რომ როგორი პირბადეც არ უნდა გამოიყენოთ მისი აწევ-დაწევა და სახეზე ხელის მოკიდება საშიშია, ინფექციას მეტად ავრცელებს.


გაითვალისწინეთ: სამედიცინო პირბადეც უნდა გამოიცვალოთ ხშირად და გადააგდოთ უსაფრთხო ადგილას.

0
956
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0