x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გმირი - მამა: ექიმმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები - სიმსივნით დაავადებული ვაჟის გამოც კი ვერ მიატოვა

image


დღევანდელი დღის ნამდვილ სუპერგმირებს არა ფერადი მოსასხამები, არამედ თეთრი ხალათები აცვიათ. სწორედ ერთი - ერთი ასეთი გმირთაგანი - ბრიტანელი ექიმი ნიკ დენისონია.


image


პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც კლინიკაში შემოსულ ათასობით covid 19 - ით დაინფიცირებულ პაციენტს გამუდმებით ექიმის გვერდზე ყოფნა ესაჭიროებოდა ნიკს არც თუ იოლი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. საქმე იმაშია, რომ მისი 3 წლის ვაჟი - ალფი, ზუსტად იმ პერიოდში ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. იმისთვის, რომ შვილისთვის საფრთხე არ შეექმნა, ექიმს საკუთარ პროფესიაზე ან უარი უნდა ეთქვა და ოჯახთან ერთად დარჩენილიყო, ან ახლობლებისგან მთლიანად იზოლირებულს "ჰიპოკრატეს ფიცი" პირნათლად უნდა შეესრულებინა და კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს დახმარებოდა. ნიკ დენისონმა მეორე ვარიანტი აირჩია, ვინაიდან ჩათვალა რომ ის უბრალოდ ვალდებული იყო ექიმის მოვალეობა შეესრულებინა.


image


როგორც ექიმმა მოგვიანებით აღიარა, მას ამ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაუჭირდა. მამაკაცი ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც ოჯახს გაურკვეველი პერიოდით ემშვიდობებოდა, ვინაიდნ მშვენივრად ხვდებოდა, რომ მას სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ცხოვრება ოჯახისგან შორს, ცალკე მოუწევდა, რათა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის შემდეგ ისინი უნებლიეთ არ დაეინფიცირებინა, თუმცა ნიკი საკუთარ გადაწყვეტილებას მაინც არ ნანობს, რადგანც ესმის, საკუთარი პროფესიის წყალობით მას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.



image


ექიმი ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კარანტინის წესები, რადგან შესაძლოა სწორედ ამაზე იყოს ვიღაცის სიცოცხლე დამოკიდებული: "ნება მომეცით აგიხსნათ, - დაწერა ექიმმა დენისონმა თავის მიმართვაში, - სიტუაცია საკმაოდ რთულია. ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლე და ბევრი სიცოცხლის გადარჩენას სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ. უმეტესობა ვინც ამქვეყნიდან წავა ხანდაზმული ადამიანი იქნება, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც დაახლოებით 40 ან 30 წლის არიან. გახსოვდეთ, რომ თქვენს ხელშია ადამიანების სიცოცხლე. დაიცავით თვითიზოლაციის წესები რამდენიმე კვირის განმავლობაში. უბრალოდ დარჩით სახლში".


image



0
182
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
182