x
მეტი
  • 06.04.2020
  • სტატია:100978
  • ვიდეო:345695
  • სურათი:463735
კორონავირუსი ამერიკაში: მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება
კორონავირუსი


ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულია უკვე დაახლოებით 70 ათასი ადამიანი, საიდანაც 30 ათასი შემთხვევა ნიუ-იორკზე მოდის. უარესი სტატისტიკა, თუ ოფიციალურ წყაროებს ვენდობით, აქვს მხოლოდ იტალიას, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ირანში, რუსეთსა და ჩინეთში იმაზე ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ამას აღნიშნულ ქვეყანათა მთავრობები აღიარებენ და ვიდრე ეს ადგილობრივი პრესით და ტელევიზიებით მჟღავნდება.


დაავადება მოდებულია ორმოცდაათივე ამერიკულ შტატს. დაღუპულების საერთო რაოდენობა კი უკვე გადასცდა ათასს.


ოთხშაბათს, ღამით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდენობის თანხა ამერიკის ხელისუფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არავის დასახმარებლად აქამდე არ გაუღია არასოდეს.



კორონავირუსი


როგორც გადაწყდა, აღნიშნული დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრული მცხოვრები მიიღებს 1200 დოლარს ერთჯერადად. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები მიიღებენ სახელმწიფო დოტაციას, რათა სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ და დაქირავებულებს ხელფასი გადაუხადონ.


პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდეს, მაგრამ ეპიდემიოლოგები არწმუნებენ მას, რომ ეს შეუძლებელია. დარგის სპეციალისტების განმარტებით, მოკლევადიანი საგანგებო ზომების მიღების მეშვეობით მხოლოდ ერთჯერადი ეფექტის მიღწევა იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც სიტუაცია კვლავაც დამძიმდება.

0
457
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0