x
ეს ეკლესია დაღუპულია. ამას კიდევ რა უჭირს, დამღუპველია – ლევან მნათეუს სუთიძე
ლევან სუთიძე "ტაბულას" ჟურნალისტი და თეოლოგი ლევან მნათეუს სუთიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერს, რომელმაც პატრიარქი გამოაცხადა წინასწარმეტყველად და შემდეგს ასკვნის:

"საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა პატრიარქი გამოაცხადა წინასწარმეტყველად. არ ვხუმრობ. მართლა არ ვხუმრობ!

დეკანოზმა ჯაღმაიძემ, ერთი-ერთში გაიმეორა ლევან ვასაძის ვიდეომიმართვის ტექსტი, რომ პატრიარქმა იწინასწარმეტყველა კორონავირუსის პანდემია და ამიტომ მოუწოდებდა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნდითო (რომელსაც შემდეგ აღარ მოუწოდებდა), ხელები დაიბანეთო და ა.შ.

ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა:


"რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა", - დაწერა ჯაღმაიძემ.

აქ მთავარი ზმნა არის "ვხედავ" - პატრიარქმა წინასწარ განჭვრიტა მომავალი.

ლოგიკასა და თეოლიგიაში განცდილი კრახის შემდეგ, სიბნელისა და უვიცობის ჭაობში შთანთქმულებმა უხმეს აღმოსავლეთის ეკლესიების მთავარ ჭირს - პიროვნების გამკულტებელ მისტიციზმს.

ეს ეკლესია დაღუპულია. ამას კიდევ რა უჭირს, დამღუპველია." - აცხადებს მნათეუსი





0
543
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0