რელიგია ეს ეკლესია დაღუპულია. ამას კიდევ რა უჭირს, დამღუპველია – ლევან მნათეუს სუთიძე 2020, 26 მარტი, 14:34 "ტაბულას" ჟურნალისტი და თეოლოგი ლევან მნათეუს სუთიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერს, რომელმაც პატრიარქი გამოაცხადა წინასწარმეტყველად და შემდეგს ასკვნის:
"საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა პატრიარქი გამოაცხადა წინასწარმეტყველად. არ ვხუმრობ. მართლა არ ვხუმრობ!
დეკანოზმა ჯაღმაიძემ, ერთი-ერთში გაიმეორა ლევან ვასაძის ვიდეომიმართვის ტექსტი, რომ პატრიარქმა იწინასწარმეტყველა კორონავირუსის პანდემია და ამიტომ მოუწოდებდა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნდითო (რომელსაც შემდეგ აღარ მოუწოდებდა), ხელები დაიბანეთო და ა.შ.
ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა:
"რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა", - დაწერა ჯაღმაიძემ. აქ მთავარი ზმნა არის "ვხედავ" - პატრიარქმა წინასწარ განჭვრიტა მომავალი. ლოგიკასა და თეოლიგიაში განცდილი კრახის შემდეგ, სიბნელისა და უვიცობის ჭაობში შთანთქმულებმა უხმეს აღმოსავლეთის ეკლესიების მთავარ ჭირს - პიროვნების გამკულტებელ მისტიციზმს. ეს ეკლესია დაღუპულია. ამას კიდევ რა უჭირს, დამღუპველია." - აცხადებს მნათეუსი 543 შეფასება არ არის
|