x
მეტი
  • 03.08.2020
  • სტატია:102167
  • ვიდეო:347108
  • სურათი:465983
არჩევანი

დაბადებით, ყველა ანგელოზი იბადება.მაგრამ არ ვიცით წინ ვის როგორი ცხოვრება გველის, ვის როგორი ბედი გვარგუნა სამყარომ.უბრალოდ ვიბადებით და დინებას მივყვებით, ვიზრდებით, ვითარდებით ყველაფერს ვიგებთ და ვყალიბდებით პიროვნებებად.აქედან იწყება სირთულეები, პრობლემები, ცხოვრებასთან აცდენა და სხვა გზით წასვლა.ბედნიერი ხარ, ოჯახი გყავს იღიმი რადგან გაქვს ღიმილის მიზეზი უეცრად კი ერთი ღამით მოდიან ადამიანები რომლებიც გეუბნებიან, რომ შენი ბედნიერება დიდხანს ვერ გასტანს და მალევე დასრულდება რადგან ოჯახი თავზე გენგრევა დედ-მამა სადღაც შორს მიჰყავთ და რჩები მარტო შენს დედმამიშვილთან ერთად უზარმზარ სახლში სადაც სინათლის რკალი აღარ არსებობს, სადაც სიბნელემ დაისადგურა.იმ ადგილას სადაც ერთ დროს ღიმილი იყო და ახლა გაქრა.სხვა გზა არ არის, უნდა იცხოვრო საკუთარი თავისთვის და იმ საყრდენისთვის რომელიც დაგრჩა...რთულია იცხოვრო და იარსებო მარტო.მოუარო, პატარა სულიერ არსებას რომელიც შენი სისხლი და ხორცია და ამისგარდა ფიქრობ მშობლებზე რომელიც წაგართვეს..იმ ადამიანებზე ვინც ეს საშინელება გაუკეთა ოჯახს...რამოდენიმე დღის შემდეგ მოდიან და მიწასთან გასწორებენ გეუბნებიან, რომ სახლი უნდ ადატოვო...ასეც იქცევი და ამ მომენტიდან ახალ ცხოვრებას იწყებ მართალია გიჭირს მაგრამ ამას არ იმჩნევ..უფრო ძლიერდები, გამბედაობა გემატება, შრომობ, სწავლობ, რომ მომავალში წარმატებული გახდე და რამე პროფესია გქონდეს რათა პრობლემები აიცილო თავიდან დ აუზრუნველი მომავალი შეუქმნა შენს საყრდენს.ერთ ნისლიან დღეს, ეს საყრდენიც ფეხებიდან გეცლება და მცოცავ ქვიშაზე რჩები სრულიად მარტო, ცდილობ ყველანაირად გადაარჩინო, აცოცხლო მაგრამ ამისდამიუხედავად ის, მაინც იღუპება...რჩები მარტო საკუთარ თავთან...ტკივილი მატულობს, აქ ბრაზიც ჩნდება ნელ-ნელა დრო და დრო, რომ გადის სიძულვილიც მატულობს, ადამიანებს აღარ ენდობი მათი აღარ გჯერავს იმიტომ, რომ დაკარგე მათი რწმენა და იმედი..ახლა ურწმუნო ხარ და ამასთან ერთად უიმედო.აღარ გინდა სიცოცხლე მაგრამ ღმერთს ეს უნდა...არ იცი რა გააკეთო, რა გზას დაადგე..მხოლოდ და მხოლოდ ის იცი, რომ ბრძოლას აზრი აღარ აქვს ამ მდგომარეობაში უკან იხევ ფარ-ხმალს ყრი და საბრძოლო ველზე ძირს ეცემი ტირილს იწყებ უცბად სულიერად იჭრები არავინ გაქცევს ყურადღებას, არავის უნდიხარ.უჩინარდები, სადღაც უცხო ადგილას მიდიხარ იქ სადაც დიდი ბოროტებაა ანუ გზას ცდები და ხდები სულ სხვა ადამიანი...იცვლები, ბოროტდები, ზიზღი გიჩნდება სამყაროსადმი თუ რატომ მაინც და მაინც შენ, ასეთი უბედური.იწყებ არასწორ ცხოვრებას, ხდები ალკოჰოლზე დამოკიდებული ხვდები ცუდ წრეში სადაც ადამიანს სათამაშო დათუნიად აქცევენ და ამის შემდეგ აკეთებ ცუდ საქმეებს...ბოროტებას თესავ ყველგან და ყველაფერში.გინდა, რომ სხვებმაც განიცადონ იგივე რაც შენ განიცადე, რაც გამოიარე, რაც იტანჯე...შენ, რომ ბედნიერი არ ხარ ახლა გინდა, რომ სხვაც ასე იყოს უბედური...მაგრამ ასე არ შეიძლება არ უნდა გაგაბოროტოს შენმა დარდმა...არ უნდა გახდე ისეთი როგორც სხვები, შემდეგ შენც იმათთნაირი ხდები ვინც შენ ეს ბოროტება გაგიკეთა და გაგანადგურა...შენც გამანადგურებელი ხდები არასწორ გზას ადგახარ მაგრამ ამას ვერ ხვდები, ტკივილმა დაგაბრმავა, ახლა არ შეგიძლია სწორი თვალით შეხედო სამყაროს, შენი თვალებიდან მხოლოდ სიბნელე მოჩანს რომლის ნამსხვრებებად ქცევა გინდა და გსურს ისიც, რომ ეს სიბნელე სხვებს მიანიჭო რაც შეიძლება მწარე ხერხით...მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია, რომ ბოროტება ყველაზე საშინელი ცოდვაა ამ ქვეყნად?ცოდვილი, რომ ხდები ამ გზით და უფრო მეტ ცოდვას ჩადიხარ? ამაზე როდი ფიქრობს ადამიანი მხოლოდ შურისძიება წყურია..ამიტომაა, რომ ყველას ცხოვრება ერთნაირი არ არის.ზოგს ისეთი ცხოვრება უდგება რომ უნდა არ უნდა იცვლება, ბოროტდება უფროსწორად ცხოვრება აბოროტებს, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ადამიანობას უნადგურებს.მაშინ ადამიანი იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ ამ ტკივილს მოერიო არსებობენ სუსტი ადამიანები რომლებიც ვერ უძლებენ ამდენ გამოცდას და ცუდ გზას ადგებიან.ადამიანები იმ საქანელაზე ვზივართ რომელიც მუდამ მაღლა მიისწრაფის, დაბლა იმ შემთხვევაში ჩამოდის როცა მისი ბრუნვა მორჩება...საქანელა ან ძალიან მაღლა აგიყვანს და ცას ხელს მიაწვდენ, სიამოვნებას მოგანიჭებს ან კიდევ დაბლა ჩამოგაგდებს და მიწაზე გაიშოტები ეს იქნება შენი დასასრულის ბოლო.ჩვენ, ვირჩევთ ხშირად ჩვენს ცხოვრებას.ჩვენ ვაკეთებთ მაინც საბოლოოდ არჩევანს ბოლოს და ბოლოს რას დავტოვებთ ამ ქვეყნად ფასეულს თუ არაფასეულს.საქანელა სწრაფად მოძრაობს, არ იცი როდის გაჩერდება სანამ გაჩერდება ერთი კეთილი საქმის გაკეთება მაინც უნდა მოასწრო იქამდე მაინც სანამ ცოცხალი ხარ.სიცოცხლე ხომ დროებითია და საქანელაზე მჯდომი ადამიანებიც რომლებსაც თავიანთი დრო აქვთ დაბადების, სიცოცხლის, გადარჩენის და სიკვდილის...დრო, დრო ყველაზე ძვირფასი რამაა...დრო გატყობინებს შენს წარსულს, აწმყოს და მომავალს.დაბადებას, არსებობას და სიკვდილს...imageimageimage


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0