x
მეტი
  • 12.08.2020
  • სტატია:102472
  • ვიდეო:347241
  • სურათი:466390
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სოციალური დისტანცირება? - ბრიტანელი ექსპერტის არადამაიმედებელი პროგნოზი
კორონავირუსი


ბევრს გვსურს, რომ სოციალური დისტანცირება მალე დასრულდეს, მაგრამ როგორც მედიცინის ექსპერტები საუბრობენ, შესაძლოა, ჩვენი ამ მდგომარეობაში ყოფნა კიდევ ერთ წელიწადს ან მეტხანს გაგრძელდეს, რათა კატასტროფული მასშტაბების სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან.


ალბათ დამეთანხმებით, შემაძრწუნებელი პერსპექტივაა.


მაგრამ იქნება კი ერთი წელი საკმარისი, რათა კორონავირუსთან ომი ადამიანთა მოდგმის გამარჯვებით დასრულდეს? რამდენ ხანში შეიქმნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური მედიკამენტი ვირუსის წინააღმდეგ? ეს არავინ იცის.



"მე ვფიქრობ, რომ ეს იდეა... რომ თუ დავხურავთ სკოლებს და რესტორნებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამით პრობლემას გადავჭრით და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, გულუბრყვილოა”, - აცხადებს ადამ კუჩარსკი, ლონდონში მოღვაწე ეპიდემიოლოგი და ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სპეციალისტი, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ნაშრომი, როგორიცაა “დაავადების გადადების წესები”.


როგორც კუჩარსკი ფიქრობს, კორონავირუსი მინიმუმ 1-2 წელი კიდევ იარსებებს გარემოში და ჩვენც მსგავს პერიოდსა და დროით მასშტაბებზე უნდა დავფიქრდეთ.


მიზეზი, რის გამოც ამგვარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იზოლაციაში ცხოვრება მოგვიწევს, არის ის, რომ მსგავსი სტრატეგია ყველაზე ეფექტურად მუშაობს Covid-19-ის წინააღმდეგ.


ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ თუ ნებას დართავენ ადამიანებს, სანამ ვირუსი ჯერ კიდევ არსებობს, ხელახლა მოაწყონ შეკრებები და დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრებს რიტმს, ეს დაავადების ხელახლა გავრცელებას გამოიწვევს.


“უახლოეს რამდენიმე კვირაში ვირუსი არ გაქრება”, - თქვა მან.


მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჩვენ არ ვიცით, დაავადებისგან განკურნებული ადამიანი შეიძლება ხელახლა დაავადდეს თუ არა იმავე ვირუსით.


როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, ეს სრულიად შესაძლებელია და ხშირად ორგანიზმი დაავადების გადატანის შემდეგ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურ იმუნიტეტს არც გამოიმუშავებს.


კორონავირუსი




სპეციალისტები ფიქრობენ რაღაც შუალედურ ვარიანტზე სრულ თვითოზოლაციასა და უწინდელ ცხოვრებას შორის, რათა ეკონომიკა ბოლომდე არ ჩაკვდეს და ქვის ხანას არ დავუბრუნდეთ, თუმცა ყველაფერი, რაც კორონავირუსს ეხება, მაინც საკამათოა და აზრთა შეუთავსებლობას იწვევს.


ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და უახლოეს კვირებში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდება

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0