x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138536
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
აპრილის ტარო - პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი ანჟელა პერლი აპრილის სრულ ტარო-პროგნოზს გვთავაზობს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

image

1.ვერძი

აპრილში ვერძებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. შეინარჩუნეთ ცივი გონება და იმოქმედეთ ლოგიკურად. თავბრუს ნუ დაიხვევთ, იმოქმედეთ საღი აზრით, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და თქვენი ცხოვრების მეფე ან დედოფალი გახდებით.


“იწამეთ ოცნებების, აპრილში ყველაფერი ასრულდება". დაბადების დღე ოჯახურ წრეში აღნიშნეთ. პირადში ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ და არც ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.


2.კურო

აპრილში ეკონომიის გაკეთება მოგიწევთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფულოდ იქნებით. თუ აპრილში რამის ყიდვას გეგმავდით-შესაფერისი დრო ნამდვილად არაა. აი, უცხოურ ვალუტაში ინვესტიცია კი ნამდვილად ღირს. უმჯობესია არც გაასესხოთ ფული, თუ გინდათ, რომ არ დაკარგოთ. ზოგადად, აპრილი ჰარმონიული და სტაბილური თვე იქნება. გჯეროდეთ უკეთესის, ყველაფერი კარგად იქნება.


3.ტყუპები

აპრილში ტყუპებს სასიყვარულო სფეროში როგორც იმედგაცრუება და პრობლემები ელით, ისე დიდი გამარჯვებები. ფინანსებში ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლოა აქამდე დაბანდებულმა ინვესტიციებმა შედეგი გამოიღონ ან ისეთი დაბანდება გააკეთოთ, რომელიც თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას გაამყარებს.

ტყუპების ცხოვრება ამერიკულ მთებს ჰგავს აპრილში. მოემზადეთ აღმაფრენისთვის და დაღმასვლისთვის, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ჩაანაცვლებენ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასზე არ იზრუნოთ და თავს არ გაუფრთხილდეთ.


4.კიბო

აპრილში მაქსიმალურად მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც შეუძლიათ თქვენში შიში ან პანიკა აღძრან. ეს ის დროა, როცა ახლობლებთან კომპრომისი უნდა გამონახოთ და შემხვედრი ნაბიჯი გადადგათ.

თვის მეორე ნახევარში განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ. გაჩნდება იდეა, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.


5.ლომი

შინაგანი ძალა, თვითკონტროლი და თავდაჯერებულობა-ეს თვისებები აპრილში ძალიან დაგეხმარებათ. რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ თქვენ ნებისმიერ რთულ სიტუაციაზე ძლიერი ხართ. მთავარია პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ. იმისთვის, რომ პროფესიულ სფეროში დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, აპრილში ბევრი გარჯა მოგიწევთ, მაგრამ ეს გარჯა უკვალოდ და ჯილდოს გარეშე არ ჩაივლის. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეეცადეთ არ გადაიღალოთ და კარგად იკვებოთ.


6.ქალწული

თვის დასაწყისში ყურადღება ოჯახურ სიმყუდროვეზე გაამახვილეთ. ოჯახის წევრები ამას დააფასებენ და სითბოთი გიპასუხებენ. შესაძლოა, რაიმე სიურპრიზიც კი მოგიმზადონ. თვის მეორე ნახევარში გულმოდგინედ უნდა დასახოთ მიზნები, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ რამე გამოგრჩეთ. თვის ბოლოს ხარჯები შეამცირეთ.თუმცა, არ ინერვიულოთ, ფული ყველაფერზე გეყოფათ. უარი თქვით გრძელვადიან მივლინებებსა და სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში მოგზაურობაზე.


7.სასწორი

აპრილი სასწორებს უამრავ საქმეს და საზრუნავს პირდება. ეს თვე რომანტიკულ განწყობას და შთაგონებას გპირდებათ ყველაფერში, რაც სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. სამუშაო თუ ფინანსურ სფეროებში სასწორები ინტუიციას უნდა დაეყრდნონ. სერიოზული ურთიერთობების წამოწყების წინ კი კარგად დაფიქრდით რამდენად შეეფერებით ერთმანეთს.


8.მორიელი

აკურატულად განკარგეთ ფინანსები აპრილში. შემოსავალი გექნებათ, მაგრამ არც თუ ისე დიდი. ეს თვე ისეთ გამოცდილებას მოგიტანთ, რომელიც მომავალშიც გამოგადგებათ. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მორიელთა უმრავლესობას ამ თვეში არაფერი შეაწუხებს. შეგიძლიათ თბილი ტანსაცმელი კარადაში შეკიდოთ და დიდი დრო გაატაროთ ბუნებაში.


9.მშვილდოსანი

აპრილში მშვილდოსნის გულს და გონებას სიყვარული მოცავს. პირად ცხოვრებაში, როგორც დასაოჯახებელ, ისე დაოჯახებულ მშვილდოსნებს ყველაფერი კარგად და ჰარმონიულად ექნებათ. არ დაგავიწყდეთ თქვენი მეორე ნახევრის განებივრება. ეს თქვენს კავშირს უფრო განამტკიცებს.

აკონტოლეთ ფინანსები. ყველაფერი გამოგივათ! ფული საკმარისად გექნებათ, ამაზე არ იდარდოთ. და არც ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.


10.თხის რქა

თუ ურთიერთობის გადარჩენა სურთ, თხის რქებმა აპრილში ლიდერის როლი უნდა მოირგონ. ყურადღების დეფიციტის გამო შესაძლოა თხის რქებმა გვერდზეც დაიწყონ ყურება, მაგრამ გახსოვდეთ-ყველაზე ახლობელი ადამიანი თქვენს გვერდითაა.

ფინანსურ სფეროში წარმატება გელით. კარგ შემოსავალს მიიღებთ და თავს უფლებას მისცემთ, რომ ცხოვრებით დატკბეთ.


11.მერწყული

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყოთ და ფორმაში ჩადგეთ. დაკავდთ სპორტით ან სხვა კოსმეტიკური პროცედურებით. თუმცა, თუ ამის საშუალება ჯერ არ გაქვთ, ნუ მოიწყენთ: ზაფხულის ყველა თვე კარგი დროა ამის განსახორციელებლად.

აპრილის განმავლობაში თქვენი გეგმები გამუდმებით შეცვლება და მოგიწევთ უფრო მოქილი გახდეთ, რომ მათ მოერგოთ. სულ მალე გაარკვევთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ სამომავლოდ.


12.თევზები

დადგა დრო თავად იმოქმედოთ და სასწაულის მოლოდინს შეეშვათ. პირად ცხოვრებაში თვის შუა რიცხვებამდე სიწყნარეა. 22 აპრილის შემდეგ კი დიდი ალბათობაა, რომ თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ.

აპრილში მოსალოდნელია გასტრიტის გამწვავება, გულძმარვა, რაც ცუდი კვებითაა გამოწვეული. ამიტომ, დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოთ. წადით ექიმთან და იკვებეთ ჯანსაღად.

1
996
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
996
  
2020, 29 მარტი, 3:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1