x
არიან თუ არა შიდსით დაავადებული ადამიანები რისკის ქვეშ კორონავირუსის ეპიდემიის დროს
არიან თუ არა შიდსით დაავადებული ადამიანები რისკის ქვეშ კორონა ვირუსის ეპიდემიის დროს

შიდსის სამკურნალო მედიკამენტებს “კოვიდ 19“ - ით დაავადებულ პაციენტებისთვის იყენებენ

image
მსოფლიო ახალ კორონა ვირუს უკვე თითქმის სამი თვეა რაც ებრძვის, ვირუსმა მსოფლიოს 200 მდე ქვეყანაში შეაღწია და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ ადამიანების სიკვდილიანობას სხვა გვერდითი დაავადებების ქონა იწვევს კოვი19 -ით დაავადებულ ადამიანებში. ინტერმედიადაინტერესდა აივით (შიდსი) დაავადებული ადამიანები რამდენად შედიან სარისკო ჯგუფში, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებს აივის ანტირეტროვირუსულ პრეპარატებითაც მკურნალობენ.

შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით საქართველოში კოვი19 ის სტატისტიკა ასე გამოიყურება


ორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 77

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10

კარანტინის რეჟიმში - 4055

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252

კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ექიმი ინფექციონისტი მაია ლომთაძე პასუხობს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების გამოიყენება კორონავირუსით დაავადებული ადამიანის სამკურნალოდ. მკურნალობის რა ეტაპზე რთავენ მედიკოსები ამ პრეპარატებს და რა შედეგი მოაქვს.

COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევარის და ექსპერტის აზრით, ისინი ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.

დღესდღეობით COVID-19-ის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი). თუმცა დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობისას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობის საჭიროება არ არიდ. ამავდროულად იგი არ უნდა იქნას გამოყენებული დაავადების პროფილაქტიკის მიზნით.

რაც შეეხება ისეთ ანტირეტრივირუსულ მედიკამეტებს, როგორიცაა ლოპინავირ/რიტონავირი, დარუნავირ/კობიცისტატი, დარუნავირი, ატაზანავირ/რიტონავირი, რომლებიც ითვლებიან აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამტებად, გამოყენებულ იქნა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში, თუმცა აღნიშნული მედიკამენტების ეფექტიანობა ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია და დამატებით კვლევებს საჭიროებს.

რა როლს ასრულებს იმუნიტეტი ვირუსის მიმღებლობის დროს?

ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა არის კვლევები რომ იმუნოსუპრესია არ არის განსაკუთრებული რისკი მიმღებლობის თვალსაზრისით, ნებისმიერი იმუნური სტატუსით მქონე პიროვნება შეაძლოა დაინფიცირდეს ამ ვირუსით

თქვენი გამოცდილებიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ აივ დადებითი პაციენტები განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგანან კორონა ვირუსით გამოწვეული ეპიდემიის დროს?

აივ დადებითი პაციენტები, დაავადების მიმღებლობის თვალსაზრისით არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ ჯგუფს, თუმცა ცნობილია, რომ სხვადასვა კომორბიდული (თანმხლები) დაავადებები ამძიმებენ COVID-19-ით დაავადების მიმდინარეობას, მათ შორის განიხილება აივ ინფექციაც, განსაკუთრებით როცა სახეზეა მძიმე იმუნოსუპრესია

განგვიმარტეთ დასახელებული სიმპტომების ყველა ჩივილი უნდა იყოს გამოხატული პაციენტს ტესტი რომ ჩაუტარდეს კორონავირუსზე?

თუ პირს, რომელმაც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურა ჯანმო-ს მიერ გამოცხადებული მაღალი რისკის ქვეყნებში და გამოუვლინდა შემდეგი სიმპტომები: ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს COVID-19-ზე გამოკვლევის მიზნით.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი მესხი
მარიამი მესხი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0