x
მეტი
  • 06.06.2020
  • სტატია:101010
  • ვიდეო:346295
  • სურათი:464554
ნობელის პრემიის ლაურეატმა პანდემიასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა

სტენფორდის უნივერსიტეტის (Stanford University, კალიფორნია, აშშ) პროფესორმა და ნობელის პრემიის ლაურიატმა ქიმიის დარგში მაიკლ ლევიტმა (Michael Levitt) კორონავირუსის პანდემიის უახლოეს მომავალში დასრულება იწინასწარმეტყველა. ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times-ი ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ადრე, ჩინეთში ვირუსის გავრცელების შემდეგ, მეცნიერმა შეაფასა რა სიტუაცია, მოვლენების განვითარების ზუსტი პროგნოზირება მოახდინა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი უმძიმესი კრიზისი დადგომა იწინასწარმეტყველა.


image
ხოლო, პანდემიასთან დაკავშირებით, პროფესორმა განაცხადა, რომ არ სჯერა იმ პროგნოზების, რომლის თანახმად, ეს კრიზისი რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე გაგრძელდება და რომ ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

თებერვლის დასაწყისში, მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში ნათქვამია, რომ ჩინეთში ავადმყოფობის გავრცელება თავის პიკს მიაღწია და სიკვდილიანობის ტემპი მიმდინარე კვირის მანძილზე შემცირდებოდა. მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, დაახლოებით, 80 ათასი იქნებოდა და ვირუსით 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპებოდა. ხოლო, რეალურად, 24 მარტის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირების 81 588 შემთხვევა დაფიქსირდა და 3 281 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად, მაიკლ ლევიტი ანალოგიურ პროგნოზს აკეთებს როგორც აშშ-ს, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. მთავარი, რაც დღეს უნდა გაკეთდეს, – ეს პანიკის კონტროლია, აღნიშნა მან. მისი აზრით, გრანდიოზულ სქემაში, – «ყველაფერი კარგად იქნება».

«პანიკაზე აყოლა საჭირო არ არის – ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება», – განაცხადა მეცნიერმა, მას შემდეგ, რაც 78 ქვეყანაში (ქვეყნები, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება) შექმნილი სიტუაცია შეისწავლა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ «სახეზეა პანდემიის შემცირება». თუმცა, სიტუაციის გარდატეხის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageბიოლოგებმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების 2 ძირითადი პირობა დაასახელეს


ბიოლოგიის კანონის თანახმად — ადრე, თუ გვიან, ნებისმიერი ეპიდემია სრულდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რა ზიანის მოგვაყენებს ის. მეცნიერების აზრით, დროთა განმავლობაში, COVID-19 სეზონური დაავადებების კატეგორიაში გადაინაცვლებს და მისი მართავ ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი, გაციების და გრიპის. გაგრძელება >>>


imageimageimageარხის სხვა სიახლეები:
image

imageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3 ყავა თუ ჩაი? – პასუხობენ გენეტიკოსები

4. როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)
5. უკვე ცნობილია რამდენ ხანს რჩება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში – საკმარისია თუ არა 14 დღიანი კარანტინი?
6. COVID-19-ის ვირუსი შეიძლება უსიმპტომოც იყოს


0
1055
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1055
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0