სხვა ნობელის პრემიის ლაურეატმა პანდემიასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა 2020, 28 მარტი, 9:17 სტენფორდის უნივერსიტეტის (Stanford University, კალიფორნია, აშშ) პროფესორმა და ნობელის პრემიის ლაურიატმა ქიმიის დარგში მაიკლ ლევიტმა (Michael Levitt) კორონავირუსის პანდემიის უახლოეს მომავალში დასრულება იწინასწარმეტყველა. ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times-ი ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ადრე, ჩინეთში ვირუსის გავრცელების შემდეგ, მეცნიერმა შეაფასა რა სიტუაცია, მოვლენების განვითარების ზუსტი პროგნოზირება მოახდინა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი უმძიმესი კრიზისი დადგომა იწინასწარმეტყველა.
თებერვლის დასაწყისში, მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში ნათქვამია, რომ ჩინეთში ავადმყოფობის გავრცელება თავის პიკს მიაღწია და სიკვდილიანობის ტემპი მიმდინარე კვირის მანძილზე შემცირდებოდა. მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, დაახლოებით, 80 ათასი იქნებოდა და ვირუსით 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპებოდა. ხოლო, რეალურად, 24 მარტის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირების 81 588 შემთხვევა დაფიქსირდა და 3 281 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად, მაიკლ ლევიტი ანალოგიურ პროგნოზს აკეთებს როგორც აშშ-ს, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. მთავარი, რაც დღეს უნდა გაკეთდეს, – ეს პანიკის კონტროლია, აღნიშნა მან. მისი აზრით, გრანდიოზულ სქემაში, – «ყველაფერი კარგად იქნება». «პანიკაზე აყოლა საჭირო არ არის – ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება», – განაცხადა მეცნიერმა, მას შემდეგ, რაც 78 ქვეყანაში (ქვეყნები, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება) შექმნილი სიტუაცია შეისწავლა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ «სახეზეა პანდემიის შემცირება». თუმცა, სიტუაციის გარდატეხის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |