x
მეტი
  • 27.09.2020
  • სტატია:103577
  • ვიდეო:347832
  • სურათი:467935
ესპანური ანტირეკორდი: დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გამაოგნებელია
კორონავირუსი


გუშინ ესპანეთმა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ანტირეკორდი “გააუმჯობესა” და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ გადაასწრო. ამ მაჩვენებლის მიხედვით ესპანეთი უკვე მხოლოდ იტალიას თუ ჩამორჩება, ოფიციალურ მონაცემებს თუ ვენდობით (ასე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩინეთის მონაცემები არასანდო და გაყალბებულია, სადაც ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო).


ჯამში ესპანეთს უკვე 3647 გარდაცვლილი ჰყავს Covid-19-ის შედეგად. აქედან 656 ადამიანი მხოლოდ გუშინ გარდაიცვალა, ოდნავ ნაკლები, ვიდრე გუშინწინ (738 შემთხვევა).


პანდემიის დასაწყისის შემდეგ მთლიანად ესპანეთში 49 515 ადამიანი დაინფიცირდა.



ამასობაში იტალიამ კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები კარანტინის წესების დარღვევისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსით დიაგნოსტირების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმს არ დაემორჩილებიან, ემუქრებათ ფულადი ჯარიმები რამდენიმე ათასი ევროს ოდენობით და 5 წლამდე ციხე. პრემიერმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ არ იცის, როდის დასრულდება კარანტინი და როდის დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


საფრანგეთში მეცნიერები ხელისუფლებას კარანტინის თვენახევრით გახანგრძლივებას ურჩევენ.


ოთხშაბათს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით 3-კვირიანი კარანტინი დაიწყო ინდოეთშიც. ამის გამო იქ პანიკაა და მოსახლეობამ ისტერიულად დააცარიელა მაღაზიების თაროები.


ამასობაში ფინანსური ბაზრები დადებითად შეხვდნენ იმას, რომ დონალდ ტრამპმა და სენატმა კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 1, 8 ტრილიონი დოლარი გამოყვეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მას რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც ერთნაირად მიესალმებიან. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გაამყარა დოლარი და ხელი შეუშალა ამერიკული ვალუტის ინფლაციის დაწყებას და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებასაც. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი კოლოსალური ხარჯების გაღების გარეშე მსოფლიო ქაოსში ჩაიძირებოდა.


კორონავირუსი


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორონავირუსის კრიზისის დაწყების შემდეგ უკვე 100 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე გასაყიდად, თუმცა ლარი მაინც განაგრძობს გაუფასურებას.


ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას: პირველი ესაა საპატრიარქოს განცხადება, რომ არ აპირებენ საერთო კოვზით ზიარების წესის შეცვლას და კვლავაც გამართავენ მასობრივ წირვა-ლოცვას. საპატრიარქოს აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფომ რიტორიკის დონეზეც კი ვერაფერი დაუპირისპირა. ამიტომ საქართველოში მცხოვრები მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ეპიდემიის ფართოდ გავრცელებას ვერაფერი შეაჩერებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ნულამდე დავიდა ტურიზმიდან შემოსავლები და ასევე იკლო საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენი თანამემამულეების მიერ განხორციელებულმა ფულადმა გადმორიცხვებმაც. მესამე მიზეზია ის, რომ ქვეყანაში საქონლის შემომტანები მარაგებს ივსებენ და საზღვარგარეთული შესყიდვებისთვის დოლარი სჭირდებათ, ხოლო მეოთხე ფაქტორი ხელისუფლების უმოქმედობაა, რომელმაც უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები გასაჭირში საკუთარ პრობლემებთან სრულიად მარტოდმარტო მიატოვა. საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფინანსური დახმარების გაწევას არ აპირებს მოსახლეობისთვის, რაც სავალუტო ბაზრებზე ქაოსის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა.

3
579
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
579
  
26 მარტი, 20:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ლუხავა-ის კომენტარზე
26 მარტი, 16:12
ლარის გაუფასურებაზე მცდარი ფაქტები გაქვთ წარმოდგენილი,რომლებიც კავშირში არაა ვალუტის ცვალებადობასთან.
26 მარტი, 6:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3