x
image
მაკა ნიკვაშვილი
რატომ იცვამენ ვარსკვლავები ყოველთვის კონცერტეზე სქელ - ბადე კოლგოტებს?

image



თქვენი საყვარელი მომღერლების საკონცერტო ფოტოების თვალიერებისას ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რატომ აცვიათ თითქმის ყველა მათგანს სქელი - ბადე კოლგოტი? ალბათ შეამჩნევდით, რომ ვარსკვლავები კონცერტების დროს ყოველთვის შილიფად ჩაცმულები არიან, თუმცა აი, ბადე - კოლგოტებს ისინი როგორც წესი, არასდროს ღალატობენ.


image



დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ესთეტიურად გამოიყურება, მაგრამ ისმის კითხვა მაშ, რატომ იცვამენ სელებრითები მას ყოველი კონცერტისას?


image


ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ის სასცენო იმიჯის ნაწილია, ზოგიც კი დარწმუნებულია, რომ ბადე - კოლგოტი მომღერლებს ფეხების გაოფლიანებისგან იცავს.


image


თუმცა, ამ ორი ვერსიიდან სიმართლეს არც ერთი არ შეესაბამება. როგორც ირკვევა, კოლგოტები არც მეტი, არც ნაკლები ცელულიტსა და კანის ყველა სხვა დანარჩენ ნაკლს იდეალურად მალავს, და სწორედ ამიტომ სელებრითების სცენაზე ნახვა მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.


imageimage


თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი სახეები არა ჩვეულებრივ, არამედ, სპეციალიზებულ კოლგოტებს იყენებენ, რომლებიც საგანგებოდ მხოლოდ მოცეკვავეებისთვის არის განკუთვნილი, და ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით სქელია. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!


imageimageimageimageimage


0
1110
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1110