x
image
მანანა თურმანიძე
კორონა ვირუსის შემდეგ ჩინეთში ახალი ვირუსი გამოჩნდა
image


ვიდრე მსოფლიო მობილიზებულია ჩინურ კოვიდ-19-ად წოდებულ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, ჩინეთში ვირუსით გარდაცვალების ახალ შემთხვევაზე ალაპარაკდა საერთაშორისო მედია. ვირუსს ჰანტავირუსი ჰქვია და ის მღრნელებისგან ვრცელდება. ნიუ იორკ პოსტ-ის (New York Post) ცნობით ექსპერტები ცდილობენ გაფანტონ ახალი პანდემიის შიშები, რომლის მიზეზიც ჩინეთში ჰანტავირუსით კაცის უეცარი გარდაცვალება გახდა.



მსხვერპლი, შუახნის მამაკაცი იუნანის პროვინციიდან, სამუშაოზე მიდიოდა, როდესაც უეცრად ავტობუსში გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევ მიზეზად დასახელდა ჰანტავირუსი, რომელიც მღრნელებისგან ვრცელდება. ავტობუსის 29 მგზავრს ტესტირება ჩაუტარდათ, ისინი ჰანტავირუსზე გამოიკვლიეს. საბედნიეროდ შედეგები არ დადასტურებულა.



სწორედ ამ შემთხვევას მოჰყვა პანიკა ჩინეთში ახალი პანდემიის გავრცელების შესახებ, მაგრამ მეცნიერებმა შიშები გაფანტეს. მათ აღნიშნეს, რომ ჰანტივირუსი ახალი არ არის და მხოლოდ იშვიათად შეიძლება იგი ადამიანებს შორის გავრცელდეს, განსხვავებით კოვიდ19-სგან (COVID-19).



ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის თანახმად, ჰანტავირუსის შემთხვევები იშვიათია და ვრცელდება მღრღნელების ბიოლოგიურ სითხესთან, შარდთან და ნერწყვთან მჭიდრო კონტაქტით, იტყობინება USA Today.





”ჰანტავირუსები, რომლებიც იწვევს ადამიანის დაავადებას, არ შეიძლება გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე”, - ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე. ზოგიერთ იშვიათ შემთხვევებში, არგენტინასა და ჩილეში, მოხდა პირიდან პირზე გადაცემა, როდესაც ადამიანი მჭიდრო კავშირშია ინდივიდთან, რომელსაც აქვს ჰანტავირუსის ის სახეობა, რომელსაც ანდეს ვირუსი ჰქვია, იტყობინება სააგენტო. თუმცა, მღრღნელების გარკვეულ სახეობებს შეუძლია ვირუსის გადატანა, რომელიც გადადის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს შეისუნთქავს.



ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად ფატალური რესპირატორული დაავადება, რომელსაც ჰანტივირუსის ფილტვის სინდრომს უწოდებენ, იტყობინება USA Today. მისი სიმპტომებია დაღლილობა, ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემცივნება და მუცლის ტკივილი. ადრეულ სიმპტომებში შედის გულისრევა, პირღებინება, ლოყების გაწითლება. მოგვიანებით ეტაპზე, თუ ფილტვები ივსება სითხით, შეიძლება გამოიწვიოს ხველა და ქოშინი.



ჰანტავირუსი პირველად გაჩნდა 1950-იან წლებში კორეაში (მდინარე ჰანტანში), ამერიკა-კორეის ომის დროს. ის მღრღნელებისგან ვრცელდება, თუ ადამიანის სხრულში შეაღწევს მათი სხეულის სითხე. ადამიანისგან-ადამიანზე გადაცემა იშვიათია. ჰანტავირუსის ვაქცინებიც კი შეიქმნა.



მეცნიერები მოგვიწოდებენ არ ავყვეთ პანიკას, ამის საფუძველი არ არსებობს, თუ არ აპირებთ ვირთხების ჭამას. თუმცა, თუ საჭიროება შეიქმნა, მათ ზუსტად იციან როგორ გიმკურნალონ. ჰანტავირუსი უკანასკნელია საშიშროებათა სიაში და ის პანდემიად ვერ იქცევა.


თუმცა, დღეისათვის ჩვენ გვაქვს ახალი კორონავირუსის, კოვიდ-19 -ის პანდემია, რომლისგანაც თავი უნდა დავიცვათ და ყველანაირად ვეცადოთ ხელი შევუშალოთ მის გავრცელებას. ამისათვის კი აუცილებელი პირობაა სოციალური იზოლაცია და ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვა.





1
704
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
704
  
სოციალირ ქსელში კომენტარების სიმრავლე და შინაარსი მაფიქრებინებს, რომ ზოგიერთმა არასწორად გაიგო სტატიის შინაარსი. თუ ვინმე აღელდა ან პანიკაში ჩავარდა ამ სტატიის გამო, ბოდიშს ვიხდი. თუმცა, თუკი დაწყნარებულად და ყურადღებით გადაიკითხავთ, მიხვდებით, რომ საპანიკო არაფერია, პირიქით, აქ ნათქვამია, რომ ეს ძველი ვირუსია, მისი ვაქცინაც კი არსებობს, ხოლო ჰანტავირუსის პანდემია გამორიცხულია, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთოდ მღრნელებისგან ვრცელდება, ადამიანზე იშვიათად გადადის, ანუ, თუ ვირთხის ჭამას არ აპირებთ, წესით არ უნდა დაგემართოთ! :)
0 1 1