x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101034
  • ვიდეო:345733
  • სურათი:463834
StopCov ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში 9 მლნ ლარი შეგროვდა

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა.

image

ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 - ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან მიაწოდეს.

არსებული ინფორმაციით, 25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანი 20 - მდე კომპანიამ გააკეთა. მათ შორის არის ერთი ფიზიკური პირიც: საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძეც.

StopCoV ფონდში ასახული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში ვებგვერდი Stopcov.ge, სადაც ინფორმაციის მიღება ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ პერიოდულად ახლდება.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0