x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იმედი მსოფლიოს: ვუჰანში 1 კვირის შემდეგ თვითიზოლაციის პროგრამები უქმდება!

კორონავირუსის საწყის ეპიცენტრში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო იმედის ნიშნები უკვე ჩანს. როგორც ცნობილია ჰუბეის პროვინციაში უკვე რამოდენიმე კვირაა ახალი კოვიდ-19 -ით ინფიცირებული ადამიანი არ დაფიქსირებულა. ადგილობრივმა პრესამ მთელ მსოფლიოს ამცნო იმის შესახებ, რომ თუ სიტუაცია უარყოფითისკენ არ შეიცვალა, 8 აპრილს იზოლაციის პროგრამები გაუქმდება და ადამიანები შეძლებენ თავისუფლად ცხოვრებას.


image





BBC -ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოცხადდა კარანტინი. იანვრიდან მოყოლებული მოქალაქეებს ცხოვრება კარანტინის პირობებში უწევთ, თუმცა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვინც მობილურ აპლიკაციაში "მწვანე" კოდს იხილავს, 8 აპრილიდან ქალაქგარეთ გამგზავრება შეეძლება...

image


ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც ადამიანები ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან. სამშაბათიდან მათ მიეცათ გარეთ გამოსვლის საშუალება. ამოქმედდა რამოდენიმე სამუშაო ადგილიც. ჰუბეის პროვინციაში სიცოცხლე ნელ-ნელა იწყება.



ჩინეთის ჯანდაცვის მინსიტრის განცხადებით ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. ბოლო შემთხვევებიდან მხოლოდ 4 აღმოჩნდა შიდა გავრცელება, ხოლო დანარჩენები შემოტანილი...

image





ვითარება აზიურ ქვეყნებში:


ინდოეთში დარჩისახლში ამოქმედდა. სახელმწიფომ ინდოელებს გარეთ გასვლა შეუზღუდა. 1, 3 მილიარდიან ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა მატება დაიწყო, რაც ინდოეთის კვალობაზე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.


პაკისტანში ინფიცირებულთა რაოდენობა ინდოეთზე თითქმის ორჯერ მეტია, თუმცა ჯერ-ჯერობით არც საგანგებო მდგომარება გამოცხადებული და არც იზოლაციის პროგრამებია დაწყებული.


ტაილანდში ქუჩაში გასვლა აკრძალულია. #დარჩისახლში საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე.


ბანგლადეშში სამხედრო არმია აკონტროლებს მოქალაქეების ქცევებს.


ინდონეზიაში ორშაბათს საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ჯაკარტაში მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები მუშაობს.


image

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



32 სასიცოცხლო რამ, რასაც კარანტინის პერიოდში სახლში ყოფნისას ისწავლით!


image




ეფექტური მეთოდი კორონავირუსთან ბრძოლაში: რა უნდა გავაკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად?

image




ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი იყო და აღარ არის!

image




8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო - ეს უნდა იცოდეთ!

image




სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში?

image




დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით!

image




კორონავირუსის ქრონოლოგიური სიმპტომები 1-9 დღეში - სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამზადებული ვიდეო!

image

0
263
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0