x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102407
  • ვიდეო:347171
  • სურათი:466285
16 ფაქტი ადამიანის სხეულზე, რომელთა შესახებ ბევრმა ექიმმაც არ იცის
image

ადამიანის ორგანიზმი რთული მოწყობილობაა. ამაში დასარწმუნებლად იმ ფაქტების წაკითხვაც კმარა, რომელთა შესახებ ამ სტატიაში მოგიყვებით. ზოგიერთი მათგანის შესახებ კი შესაძლოა ზოგიერთმა ექიმმაც არ იცოდეს. მაშ ასე!

1.გაცხიმოვნება გემოს აღქმას უშლის ხელს

imageენა მიკროსკოპის ქვეშ



ენის რეცეპტორები ტვინს გემოს შესახებ უგზავნიან ინფორმაციას და ადამიანი ჭამით სიამოვნებას განიცდის. ის ადამიანები კი, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ, გემოს ისე მძაფრად ვერ შეიგრძნობენ.

მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს თაგვებზე:მათ ცხიმიანი საჭმლით კვებავდნენ. შედეგად, იმ თაგვებმა, რომლებმაც წონაში მოიმატეს, გემოს რეცეპტორები დაკარგეს. იმ თაგვებს კი, რომელთაც წონაში არ მოუმატიათ, გემოს აღქმა შეუნარჩუნდათ. ამ ექსპერიმენტით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გემოს დაკარგვა-სიმსუქნის მეტაბოლური შედეგია, გამოწვეული ანთებითი პროცესის და გემოს რეცეპტორების განადგურებით.


2.მამაკაცებსაც შეუძლიათ მკერდით გამოკვება

imageთეორიულად თუ ვიმსჯელებთ, მამაკაცს ყველაფერი აქვს, რომ ბავშვი რძით გამოკვებოს:სარძევე ჯირკვლებიც და ჰორმონი პროლაქტინი. თუმცა, ეს ჰორმონი მათ სხეულში ძალიან მცირე რაოდენობითაა და არც სარძევე ჯირკვალია ისეთი ზომის, რომ რძე დაიტიოს.

თუმცა, ჰორმონული დისბალანსის ან ჰიპოფიზის სიმსივნის დროს მამაკაცს შეიძლება რძე ჩაუდგეს სარძევე ჯირკვლებში.

ფიზიოლოგ ჯარედ დეიმონდის მოსაზრებით, მამაკაცებში ლაქტაცია შესაძლოა შიმშილობამ გამოიწვიოს, რაც მაგალითად საკონცენტრაციო ბანაკებში დაფიქსირდა.

რამდენი წლის წინ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ცნობა შრი-ლანკელ მამაკაცზე, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა და პატარა გოგონა დარჩა. ერთხელ მამამ ატირებული შვილის ტირილს ვერ გაუძლო და ის მკერდზე მიიხუტა, რაღაც დროის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ბავშვი რძეს წოვდა მისი მკერდიდან.


3.თმები სხეულზე მწერებისგან გვიცავენ

imageითვლება, რომ თმები სხეულზე ზედმეტია და არავითარი ფუნქცია არ გააჩნიათ. თუმცა შეფილდელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თმიან კანზე მწერის შეხებას უფრო მალე ვგრძნობთ და თმა მათი კბენისგანაც გვიცავს. მათ ცდაც კი ჩაატარეს გაპარსულ და გაუპარსავ კანზე. აღმოჩნდა, რომ 29 მოხალისედან ისინი უფრო მალე ხვდებოდნენ სხეულზე მწერის არსებობას, ვისაც თმა ჰქონდა კანზე.


4.ადამიანები ზოლიანები არიან

imageსინამდვილეში ყველა ადამიანს აქვს სხეულზე ისეთი ზოლები, რომლებიც ვეფხვისას მოგვაგონებს. მათ ბლაშკოს ხაზები ეწოდება ექიმ ბლაშკოს პატივსაცემად, რომელმაც მათი არსებობა აღმოაჩინა. ინფორმაცია ამ ზოლებზე დნმ-ში გვხვდება. თუმცა, მათი ხილვა მხოლოდ გარკვეულ გარემოებებშია შესაძლებელი, მაგალითად: გენეტიკური ინფორმაციის დარღვევისას, ქიმერიზმის და სტრესის დროსაც კი.


5.თანამედროვე ადამიანს ფრჩხილები უფრო სწრაფად ეზრდება

imageბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახლა ადამიანს ფრჩხილები უფრო სწრაფად ეზრდება, ვიდრე გასული საუკუნის 30-იან წლებში.

ფრჩხილების მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან, ამიტომ, თუ ამ ინფორმაციით ვიმსჯელებთ, თანამედროვე ადამიანი უფრო ჯანმრთელია.


6.ტუჩები ჩვენი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია

imageტუჩებზე მილიონზე მეტი ნერვული დაბოლოებაა. თუმცა, ტუჩები ყველაზე მოწყვლადი ნაწილიცაა. მათზე საოფლე ჯირკვლები არ არის და არც ნატურალური ცხიმის ბუნებრივი წყარო, რაც მათ ამინდის კაპრიზებისგან დაიცავდა.


7.სიცოცხლე შინაგანი ორგანოების დიდი ნაწილის გარეშეც შეიძლება

ადამიანს შეუძლია კუჭის, ელენთის, თირკმელის, ნაღვლის ბუშტის, რეპროდუქციული ორგანოების, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების გარეშე იცოცხლოს.


8.ატრაქციონებზე ორგანოები მდებარეობას იცვლიან

imageამერიკულ მთებზე დაშვებისას ალბათ გქონიათ შეგრძნება, რომ შიგნით ყველაფერი ამოგიბრუნდათ.არ გეჩვენებათ, თქვენი შინაგანი ორგანოები ნამდვილად იცვლიან მდებარეობას.


9.ადამიანის მეხსიერების მოცულობა-1 მილიონი გიგაბაიტი

ადამიანს შეუძლია დაახლოებით 1კვადრილიონი ბაიტის მეხსიერება დაიტიოს, რაც დაახლოებით 1 მილიონი გიგაბაიტი და მთელი ინტერნეტია.


10.ძილის დროს სუნს ვერ ვგრძნობთ

imageგახსოვთ ყავის რეკლამა, თუ როგორ აღვიძებს ადამიანს ყავის სურნელი? მეცნიერები მის შემქმნელებს სიცრუეში ადანაშაულებენ. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს: ცდილობდნენ მძინარე ადამიანზე სხვადასხვა სასიამოვნო თუ უსიამოვნო სუნის გავლენა შეემოწმებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ძილის დროს ადამიანი სუნს ვერ გრძნობს. სამწუხაროდ, ვერც კვამლის სუნს იგრძნობს, თუ ხანძარი გაჩნდა.


11.ღამით ტვინი უფრო აქტიურია

ავსტრალიელი მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ ტვინი ღამით უფრო აქტიურობს.შესაძლოა ეს იმი გამოა, რომ ღამე უხსოვარი დროიდან საფრთხეს წარმოადგენდა ადამიანისთვის და ტვინი დაძაბულობას ინარჩუნებს და უფრო აქტიურობს, რომ საფრთხისგან დაგვიცვას.


12.ჭიპლარი-ადამიანის პირველი სათამაშო

imageულტრაბგერითი გამოკვლევისას ექიმები ხშირად ხედავენ, თუ როგორ ეთამაშება ნაყოფი ჭიპლარს. სამყაროს შეცნობას პატარა ჯერ კიდევ დედის მუცელში იწყებს.


13.კბილების რეგენერაცია

imageადამიანს, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, კბილების რეგენერაცია არ აღენიშნება. თუმცა, მეცნიერები ცდილობენ ეს გამოასწორონ. დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა უკვე შეძლეს თაგვებში კბილების რეგენერაცია


14.სიმსივნე, რომელსაც კბილებიც ეზრდება

და არა მარტო კბილები. 2008 წელს ახალდაბადებულს ტვინის სიმსივნე მოაშორეს. ოპერაციის დროს ექიმებამ პატარას თავში ორი ტერფი და ერთი ხელის მტევანიც აღმოაჩინეს. ასეთ რამეს ტერატომა იწვევს-სიმსივნე, რომელსაც შეუძლია ადამიანის ორგანოების ფორმირება მოახდინოს. მართალია ეს შემაძრწუნებლად ჟღერს, მაგრამ საბედნიეროდ კეთილთვისებიანია.


15-ყველაზე დიდი უჯრედი-კვერცხუჯრედია

imageქალის კვერცხუჯრედი 600-ჯერ აღემატება სპერმატოზოიდს და თეორიულად მისი დანახვა მიკროსკოპის გარეშეც შეიძლება.


16.ცრემლს სამკურნალო ძალა აქვს

imageზღაპარ “რაპუნცელში" მთავარმა გმირმა სატრფო ცრემლებით განკურნა. ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ადამიანის ცრემლი ლიზოციმს შეიცავს, ცილას, რომელიც ბაქტერიის გარსს შლის. ლიზოციმი გვხვდება ასევე ნერწყვში, კუჭის ლორწოვანსა და ქალის რძეში.



0
556
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0