x
მეტი
  • 09.04.2020
  • სტატია:101016
  • ვიდეო:345724
  • სურათი:463827
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები დგანან და ლარსისაკენ დერეფნის გახსნას ითხოვენ

image მოგეხსენებათ კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და შესაბამისად საზღვრები, საზღვაო პორტები და საჰაერო ფრენები შეჩერებულია (გარდა ქართველი ემიგრანტების ჩამოსაყვანად გამოყოფილი ჩარტერული ფრენებისა).
სანამ საზღვრები ჩაიკეტებოდა საქართველოს მთავრობა აფრთხილებდა აქ მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს, რომელთა ნაწილი საქმიანი შეხვედრებისათვის იყო ჩამოსული, ნაწილი ტურისტებად და ნაწილიც სასწავლებლად.
მას შემდეგ რაც გაფრილება გაჟღერდა საზღვრების სავარაუდო ჩაკეტვაზე ნებისმიერ უცხოეთში გამსვლელს ეს უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა სომხეთში საკუთარი მანქანებით ჩასულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ეს არ გაითვალისწინეს.
საზღვრები ჩაკეტილია, სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, დაახლოებით 300 ადამიანი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ მათ გაუხსნას საზღვარი და გაუკეთოს დერეფანი რუსეთში დასაბრუნებლად.
სომხეთის ხელისუფლებამ სიმართლე უნდა ითქვას აღნიშნულ ადამიანებს შესთავაზა მანქანები დაეტოვებინათ საპარკინგე ზონაში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებში და თვითმფრინავით დაბრუნებულიყვნენ რუსეთში.
აღნიშნულმა ადამიანებმა კი კატეგორიულად მოითხოვეს მათივე მანქანებით მიეცათ მათთვის რუსეთში დაბრუნების ნებართვა.
საქართველოს ხელისუფლება ასრულებს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ მითითებებს და საზღვარი ჩაკეტილია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო იურიდიული სამართლის სრული შესაბამისობით.
რუსეთის მოქალაქეებმა ერევანში საქართველოს საელჩოს წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოსგან მოითხოვეს მათთვის საზღვრის და დერეფნის გახსნა.
იმედია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს პრეცენდენტს და არ გახსნის საზღვარს.
ჩვენს ემიგრანტებსაც დარჩათ მანქანები ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ამის გამო აქციები არ ფაუმართავთ არსად, ისარგებლეს ჩარტერული რეისებით და მათი დიდი ნაწილი საბედნიეროდ სამშობლოში მშვოდობიანად დაბრუნდა.


0
502
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
502