x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
პრინც ჩარლზს კორონავირუსი აღმოაჩნდა
პრინცი ჩარლზი


ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები საუბრობენ.


“მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის სახლიდან მუშაობს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრინცის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.


პრინცის მეუღლე, კორნუოლის ჰეცოგინია კამილა უკვე შეამოწმეს კორონავირუსზე, თუმცა მას დაავადება არ აღმოაჩნდა.



პრინცი და მისი მეუღლე შოტლანდიაში არსებულ ბალკორალის სასახლეში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.


განცხადებაში, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა, ასევე ვკითხულობთ:


“ვისგან დაავადდა პრინცი ჩარლზი, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ღონისძიებათა სიმრავლეს, რომლებშიაც მან მიიღო მონაწილეობა ბოლო კვირების მანძილზე, როცა თავის საზოგადოებრივ მოვალეობებს ასრულებდა”.


პრინცი ჩარლზი


71 წლის პრინცი ჩარლზი დედოფალ ელისაბედ მეორის ვაჟია, რომელიც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეებს შორის პირველია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ ის გახდება მონარქი.


ამასობაში კორონავირუსი თავისი გავრცელების ყველანაირ ანტირეკორდს ხსნის. მისით მსოფლიოში ამ ეტაპზე დაავადებულია 434 978 ადამიანი, საიდანაც 19 607 გარდაიცვალა. ექიმები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ადამიანებს სახლში დარჩენის და ხელების რეგულარული დაბანისკენ მოუწოდებენ. #დარჩისახლში შენც.


0
111
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0