x
სხვა უდაბნოს საიდუმლო-10 საინტრესო ციტატა
თუ გიზიდავთ სასიყვარულო ისტორიები, დრამატული მოვლენები და ძალზედ საინტრესო ამბები ან თუ გიყვართ სასიყვარულო ჟანრის და სათავგადასავლო წიგნები, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ცეცხლოვანი, უდაბნო საჰარას ისტორია, სადაც ბედის ძაფებით უკავშირდება ერთმანეთს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი - თამთა და იუსუფი. სხვა უდაბნოს საიდუმლო - ია კარგარეთელის სადებიუტო რომანია, წიგნიდან კი გთავაზობთ 10-საინტერესო ციტატას:imageimageimage


1.მზერა დაძაბა ბედუინმა და წვრილად ამოტვიფრულ ნაწერს დახედა:`ადამიანის ცხოვრება ქარის ქროლასა ჰგავს, ზოგისა - შემოდგომის სიოს ან თებერვლის ულმობელ გრიგალს, ერთეულების კი - ქვიშის ქარიშხალს, მიწას რომ უცვლის მოხაზულობას ხამსინას``

2.სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომს, თუკი არჩევნის წინაშე დამაყენებდა გამჩენი, მე კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ახლიდან შემყვარებოდი.

3.ზოგჯერ სამყაროს სივრცეში უნდა ჩაიკარგო საკუთარი თავის საპოვნელად.


4.როდესაც ვინმეს ელი, უამრავჯერ მოგეჩვენება მისი ნაბიჯების ხმა.

5.ცხოვრება ვიწრო სავალია ორ უსასრულობას შორის და ელვის გაკრთომაა ორ ჩაშავებულ ღრუბელს შორის.

6.ოკეანესავით ღრმა და უკიდეგანოა ადამიანთა სევდა, გულზე შემოწოლილ დარდს ვერც ღამით დალეული ღვინო წაშლის და ვერც სისხამ დილით ნასვამი ანკარა წყალი.

7.ადამიანი ყველაზე სუსტი მაშინაა, როცა ვიღაც თავდავიწყებით უყვარს.

8.მხოლოდ ტანჯვაში იბადება ბედნიერება და იწმინდება სული სიბინძურისგან.

9.ადამიანის გული უძირო უფსკრულსა და უკუნით ქვაბულს ემსგავსება, ის ღვთის შიშსაც კარგავს და ცოდვის შეგრძნებასაც.მას აღარც მორალი ადარდებს, არც ეთიკა, არც ნათელი და აღარც ბნელი, რადგან მის სულში ქაოსია. მის სუნთქვაშიც კი ბოროტება ხლართავს გზებს და ატმოსფეროს აბნელებს.

10.ოცნების კუთხეებში, თუნდაც ომი ჰქონდეს სამყაროს, მე მაინც ვიგრძნობ შენი ტუჩების გემოს...

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0