x
მეტი
  • 13.07.2020
  • სტატია:101456
  • ვიდეო:346687
  • სურათი:465379
როგორ ვუმკურნალოთ COVID19-ს სახლის პირობებში - რჩევები ექსპერტებისგან
✦ ექსპერტები ამბობენ, რომ თუ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა გაქვთ, შეგიძლიათ მოიმარაგოთ პროდუქტები, რათა თავის მოვლა სახლის პირობებში შეძლოთ.

✦ სახლში უნდა გქონდეთ ხილი, ბოსტნეული და დაკონსერვებული საჭმელი, რომელსაც ვადა უახლოეს მომავალში არ გასდის.

✦ სამედიცინო ნივთებიდან უნდა იქონიოთ თერმომეტრი, ხველის წამლები, პირსახოცები, თუთია და C ვიტამინი.

✦ არ დაგავიწყდეთ საწმენდი საშუალებები, თეთრეული, პიჟამო და ხელსახოცები.


imageსხვადასხვა ქვეყანაში სოციალური დისტანცირების გამო არაერთმა ადამიანმა უამრავი პროდუქტი მოიმარაგა მარკეტებიდან. შეიძლება ტუალეტის ქაღალდი ზაფხულამდე გეყოთ, მაგრამ გიფიქრიათ იმ შემთხვევაზე, თუ რა დაგჭირდებათ, კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში რომ აღმოგაჩნდეთ და თვითიზოლაცია მოგიწიოთ?


COVID19-ის გავრცელების შენელებისთვის მიღებული უპრეცედენტო ნაბიჯების მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კიდევ უამრავ ადამიანამდე მიაღწევს ვირუსი, რომლისადმიც ბუნებრივად იმუნიტეტი არ გაგვაჩნია.


კარგი ამბავი ისაა, რომ ჩინეთში COVID19-ით დაინფიცირებული ადამიანების 80%-ს სიმპტომები მსუბუქ ფორმაში აღენიშნებოდა. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.


"თუ ინფიცირებულთან გქონდათ შეხება და თვითიზოლაციაში ყოფნა გიწევთ, ან თუ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეთ და უკვე მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომები გაქვთ, მკურნალობის სახლში გასაგრძელებლად მარტივ საფეხურებს უნდა მიჰყვეთ, - ამბობს ჯენიფერ უილიამსი, კვლევის მეცნიერი და ჰიდრატაციის ექსპერტი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Abbott-დან.


სტატიაში საფეხურებრივად გაგაცნობთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მსუბუქ ფორმებში აღმოგაჩნდებათ.

image

1. შექმენით მოქმედების გეგმა

"კარანტინის სახლში გატარება ნიშნავს, რომ იზოლაციისთვის სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და მოიმარაგოთ საჭირო პროდუქტები", - ამბობს დოქტორი ლიზა იდი, ეროვნული ვირტუალური ჯანმრთელობის პლატფორმა Zipnosis-ის მთავარი სამედიცინო სპეციალისტი.


"დარწმუნდით, რომ გაქვთ გადაუდებელი საჭიროებების კონტაქტების სია, ოჯახთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან კონტაქტის გეგმა, ამასთანავე იცით, როგორ მიიღოთ საკვები სახლში", - ამბობს ის.


"მოიმარაგეთ 2-4 კვირის სამყოფი საჭმელი, საწმენდი საშუალებები, როგორიცაა სანიტაიზერული ხელსახოცები და საპონი, ტუალეტის ქაღალდი, პირსახოცი და ა.შ".


"როცა საკვების სიაზე ფიქრობთ, იყიდეთ დიდხანს გამძლე და ნუტრიენტებით სავსე პროდუქტები, როგორიცაა ბრინჯი, მაკარონი, ლობიო, მშრალი ხილი და ბოსტნეული, სუპები და შინაური ცხოველების საკვებიც, თუ გყავთ", - გვთავაზობს დოქტორი ლიზა იდი.


გარდა, ამისა, ცოცხალი ხილი და ბოსტნეულიც მნიშვნელოვანია.

image






2. იქონიეთ საჭირო პროდუქტების სია

კორონავირუსს რომ თავი დააღწიოთ, დაგჭირდებათ სხვა პროდუქტებიც:


წყალი

წყალი პროდუქტების პრიორიტეტების თავში უნდა იყოს.

"COVID19 სხვა ინფექციებს ჰგავს, რომლის სამკურნალოდაც აუცილებელია, ორგანიზმი ჰიდრატირებული იყოს. აუცილებელია ბევრი სითხის მიღება, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს", - ამბობს დოქტორი როი ბენაროჩი, ემორის უნივერსიტეტის პედიატრიის კლინიკური ასისტენტი და პედიატრი, კერძო პრაქტიკის მქონე პედიატრი, როსველში, შტატ ჯორჯიაში.


დოქტორ უილიამსის თქმით, კორონავირუსის სიმპტომებმა, როგორიცაა სიცხე, ხველა, დიარე და ღებინება, მარტივად შეიძლება ადამიანის დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. წყლის მიღება ორგანიზში დაზიანებულ მემბრანებს აღდგენაში ეხმარება, რაც სხვა ბაქტერიებს აღარ უშვებს სხეულში.


"თუ ონკანის წყალს ვერ სვამთ ან სახლში სხვებთან ერთად ცხოვრობთ, კარგი იქნება, საწოლთან მუდმივად იქონიოთ ბოთლით წყალი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დალევთ", - ამბობს დოქტორი შირინ პეტერსი, ნიუ იორკის ბეთანის სამედიცინო კლინიკის სამედიცინო დირექტორი.


მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის რეკომენდაციის მიხედვით, მამაკაცმა დღეში 15.5 ჭიქა (3.7 ლიტრი) სითხე, ხოლო ქალმა 11.5 ჭიქა (2.7 ლიტრი) უნდა მიიღოს. ავადმყოფი ადამიანისთვის აუცილებელია მეტი სითხის მიღება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რაოდენობის დაახლოებით 20%-ს ადამიანი საკვებისგან იღებს.


იმ შემთხვევებში, თუ კორონავირუსის სიმპტომებს ემატება მწვავე გასტროენტერიტი, რეკომენდაციას ვუწევთ Pedialyte-ის ან სხვა სპორტული სასმელების, მაგალითად Gatorade-ის მიღებას.


ტკივილგამაყუჩებლები

"საუკეთესო წამალი ამ შემთხვევაში იქნება ის, რომელიც აყუჩებს თავის და სხეულის ტკივილს და დაბლა სწევს სიცხეს. ასეთი მედიკამენტია აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი)", - ამბობს დოქტორი ბენაროჩი.


"ბევრი ადამიანი იბუპროფენსაც იყენებს, მაგრამ ევროპაში რაღაც შემთხვევები მოხდა, რის გამოც ეს მედიკამენტი ბოლომდე უსაფრთხოდ არ მიგვაჩნია", - ამბობს ის.


დოქტორი ლარი ბურჩეტი, კალიფორნიის გადაუდებელი დახმარების ექიმი-ფიზიკოსი, რეკომენდაციას უწევს 650 მილიგრამ აცეტიამინოფენის მიღებას ყოველ 4-დან 6 საათში, როგორც უსაფრთხო დოზას მოზრდილების უმრავლესობისთვის.


პირსახოცები

ხველებით, ცემინებით და გადაფურთხებით გავრცელებული წვეთები კორონავირუსის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი გზაა.


მოიმარაგეთ პირსახოცები და ხელსახოცები საწოლთან და გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში, რათა ვირუსით სხვა ოჯახის წევრი არ დააინფიციროთ.


ხველის წამლები

"კორონავირუსით ინფიცირებულ ბევრ ადამიანს ძლიერი ხველა აღენიშნება, " - ამბობს დოქტორი ბენაროჩი, - "თუ ასთმა ან სხვა რესპირატორული დაავადება გაქვთ, მნიშვნელოვანია, განაგრძოთ იმ წამლების მიღება, რასაც აქამდე იყენებდით. ასევე, ყველას გირჩევთ თაფლს ან თაფლის შემცველ მედიკამენტებს".


რეცეპტით გამოწერილი წამლები

თუ ასთმა ან სხვა რესპირატორული დაავადება გაწუხებთ, დარწმუნდით, რომ ინჰალატორი და მედიკამენტები ახლოს გექნებათ.


იგივე ეხება სხვა დაავადებების მქონე ადამიანებსაც. თუ გაწუხებთ დიაბეტი, გულის დაავადებები ან სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, COVID19-ს მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებით.


"დარწმუნდით, რომ 4 კვირის მედიკამენტების მარაგი გაქვთ და როცა თქვენი თავის გადასარჩენად ემზადებით, ყურადღება მიაქციეთ მოხუც მეზობლებსაც, ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდება", - ამბობს დოქტორი პეტერსი.


თუთია

"კორონავირუსის სიმპტომების შესამცირებლად თუთია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მედიკამენტი აღმოჩნდა", - ამბობს დოქტორი მორტონ თაველი, მედიცინის კლინიკური პროფესორი ინდიანას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში.


”მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თუთიის წვეთები ეფექტურია COVID19-ის თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ, თუთიას აქვს ანტივირუსული თვისებები და ლაბორატორიულ კვლევაში გამოვლინდა, რომ ის უჯრედებში კოროვირუსების რეპლიკაციას ახდენს, ” - თქვა მან.


თაველი რეკომენდაციას უწევს Cold-Eeze აბების მიღებას დღეში რამდენჯერმე, რესპირატორული სიმპტომების დროს.


"რადგანაც ამ სტრატეგიას ზიანი არ მოაქვს, ალბათ, ცდად ღირს", - ამბობს ის.


C ვიტამინი

"ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის უჯრედების მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ჩვეულებრივზე ბევრად უფრო აქტიურები არიან", - ამბობს ასლი ელიფ თანაგურ სამანჩი, კვების მეცნიერი და Bee & You მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, -"მე რეკომენდაციას გავუწევდი დღეში 1-დან 3 გრამამდე ვიტამინის მიღებას, ჯანსაღ საკვებთან, ხილთან და ბოსტნეულთან ერთად.


მცენარეული საშუალებები, როგორიცაა ჯანჯაფილი

"მას აქვს ანტი-ანთებითი თვისებები და მდიდარია ანტიოქსიდანტებით", - ამბობს სამანჩი, "გარდა ამისა, ჯანჯაფილი ებრძვის გაციებას და ანეიტრალებს მუცლის ტკივილს. შეგიძლიათ, ის ცალკე მიირთვათ ან წვენად დააბლენდეროთ".


თერმომეტრი

თუ კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გამოგივლინდათ, აუცილებლად დაგჭირდებათ თერმომეტრი, რათა ტემპერატურა დღეში ორჯერ მაინც შეიმოწმოთ.


ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გირჩევთ, იზოლირებული იყოთ სახლში მინიმუმ 7 დღის განმავლობაში სიმპტომების დაწყების დღიდან, სანამ არ გაგიქრებათ სიმპტომები და სიცხე არ აღგენიშნებათ 72 საათის განმავლობაში, სიცხის დამწევი მედიკამენტების გამოყენების გარეშე.


თუ სიმპტომები გაგიუარესდათ, დაურეკეთ ექიმს.


საწმენდი საშუალებები და სანიტაიზერები

ხელთათმანები, საპონი, ხელის სანიტაიზერი, ზედაპირის დასუფთავების საშუალებები ხელს შეუწყობთ COVID19–ის გავრცელების პრევენციას თქვენს ოჯახში.


დამატებითი ხელსახოცები, პირსახოცები და პიჟამოები

"როცა ავად ხართ, ვირუსი შეიძლება ნებისმიერ ზედაპირს გადასცეთ, რასაც ეხებით", - ამბობს პეტერსი, -"მყარი ზედაპირი მუდმივად გაწმინდეთ, ტანსაცმელები და ქსოვილები კი ხელახლა გამოყენებამდე ცხელ წყალში კარგად გარეცხეთ".

image






3. ადგილი თვითიზოლაციისთვის

თუ ავად ხართ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, დარჩეთ იზოლირებულ, ცალკეულ ოთახში. იდეალური იქნება, შეარჩიოთ ოთახი განცალკევებული სველი წერტილებით.

image






4. პირველადი დახმარების კალათა

ახლოს იქონიეთ პირველადი დახმარების კალათა, რათა საჭიროების შემთხვევაში, მსუბუქი სიმპტომების დროს თავის მოვლა შეძლოთ.

image






5. თამაშები, ფილმები, წიგნები და სხვა გასართობი საშუალებები

"აუცილებელია, თვითიზოლაციის დროს მენტალურ ჯანმრთელობაზეც იფიქროთ", - ამბობს დოქტორი ჯონას ნილსენი, Practio–ს, სამოგზაურო ვაქცინაციისა და ინფექციური დაავადებების საკონსულტაციო კომპანიის თანადამფუძნებელი.

image






6. ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების და სასწრაფო დახმარების ნომერი

აუცილებელია, რომ თუ სიცხე აგიწევთ ან სიმპტომები აუტანელ დისკომფორტს შეგიქმნით, დაურეკოთ ექიმს. შეგახსენებთ საჭირო ნომრებს:


ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნომერი: 116 001

ინფექციური საავადმყოფოს მიმღების ცხელი ხაზი: 595 39 55 66

წითელი ჯვარი: 0 800 000 018

imageგისურვებთ ჯანმრთელობას!


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიისგან - 10 მნიშვნელოვანი რჩევა

image


2. რა გავაკეთოთ კარანტინში? - 10 ხერხი დროის პროდუქტიულად გასატარებლად

image


3. რა შეიძლება დაგემართოთ, თუ ხელებს არ დაიბანთ

image

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0