x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463845
რა გავაკეთოთ კარანტინში? - 10 ხერხი დროის პროდუქტიულად გასატარებლად
imageარაერთ ქვეყანაში სოციალური დისტანცირების მოთხოვნა გამკაცრდა, დამსაქმებლები სთხოვენ დასაქმებულებს, სახლიდან იმუშაონ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და უნივერსიტეტებიც დაიხურა. სახლში "გაჭედილმა" ადამიანებმა აღარ იციან, როგორ გაატარონ დღე. აჯობებს, ამ ყველაფერს ნათელი მხრიდანაც შევხედოთ და დრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 აქტივობას, რომელიც კარანტინის ან იზოლაციის დროს დაგეხმარებათ, ენერგია რაღაც სასარგებლოზე და სასიამოვნოზე დახარჯოთ.






1. შექმენით რაღაც ახალი

რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ სახლში, მით უფრო გააცნობიერებთ, რამდენი საქმეა გასაკეთებელი. ამაზე უკეთესი დრო არასდროს გექნებათ, მიმართოთ კრეატივს და სახლი თქვენი ხელით გაკეთებული ნივთებით მოაწყოთ.


შთაგონებისთვის გაეცანით შემდეგ სტატიებს:

☀ როგორ ვაჩუქოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე


☀ როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი მოდურად

☀ ფოტოს სადგამის დამზადება მხოლოდ ქვისა და მავთულისგან

image






2. გაამწვანეთ

თუ ბაღი გაქვთ, დარგეთ ან მოაშენეთ რამე, თუნდაც კარტოფილი ან რეჰანი. თუ ბაღი არ გაქვთ, იფიქრეთ ქოთნის ყვავილებზე. გარდა იმისა, რომ დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ, ეს აქტივობა სასარგებლოც არის როგორც გარემოსთვის, ასევე თქვენთვის.


მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას:

☀15 სასარგებლო მცენარე თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის
image






3. იმოგზაურეთ ვირტუალურად

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმები დაიხურა, შეგიძლიათ ვირტუალური ტურით დაათვალიერთოდ არაერთი ნაგებობა, როგორიც ეროვნულია გალერიაა. გარდა იმისა, რომ ახალ ისტორიებს შეიტყობთ, შეგიძლიათ ბავშვებსაც მისცეთ განათლების საშუალება, სანამ სკოლაში არ დადიან.

image






4. ივარჯიშეთ სახლში

ამდენი ხნით სახლში ყოფნისას აუცილებელია, სხეულზე იზრუნოთ. კარგი იქნება, თუ ჯანსაღად იკვებებით და სახლის პირობებში ივარჯიშებთ. YouTube-ზე არაერთი ვიდეო შეგხვდებათ, რომელიც ამ საქმეში დაგეხმარებათ. ამას გარდა, შემოგთავაზებთ რამდენიმე სტატიას ჯანსაღი სხეულის შესანარჩუნებლად:


☀ მარტივი 2 წუთიანი ვარჯიში, რომელიც ხერხემალს გაგისწორებთ

☀ 30 წუთიანი მარტივი მასაჟი ცელულიტების მოსაშორებლად და გასახდომად

☀ 10 მარტივი ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად

image






5. გაატარეთ დრო ოჯახთან ერთად

კარგი დროა ოჯახის წევრების ხელახლა აღმოსაჩენად. ჰკითხეთ ერთმანეთს ინტერესების შესახებ, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, როგორიცაა მონოპოლია, მოამზადეთ კერძები და მოყევით საინტერესო ისტორიები.

image






6. გაიარეთ ონლაინ-კურსები

გონება რომ არ მოადუნოთ, გაიარეთ ნებისმიერი ონლაინ-კურსი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. YouTube-ზე უამრავი ვიდეო შეგხვდებათ სხვადასხვა ენის, ხატვის, ხელსაქმის და თითქმის ყველაფრის შესწავლის შესახებ. უბრალოდ, აირჩიეთ, რისი სწავლა გსურთ!


გარდა YouTube-ის ვიდეოებისა, გთავაზობთ პლატფორმა Future Learn-ს და ხანის აკადამიას, რომელიც ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. ამის შესახებაც მეტ ინფორმაციას ამ სტატიაში გაიგებთ:

☀ სალმან ხანი - ადამიანი, რომელმაც უფასო და ხარისხიანი განათლება მთელი მსოფლიოსთვის გახადა ხელმისაწვდომი

image






7. მოამზადეთ საჭმელი

თვითიზოლაცია ნიშნავს, რომ საყვარელ რესტორნებში და კაფეებში ვეღარ მოახერხებთ ჭამას. შეიძლება, კარანტინის გამო კურიერმაც კი ვერ შეძლოს შეკვეთის მოტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ იდეალური დროა რეცეპტების ამოსაქექად და კერძების მოსამზადებლად. გთავაზობთ რამდენიმე იდეას:


☀ 4 მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ფრანგული დესერტი

☀ ცივი ჩაი - უგემრიელესი გამაგრილებელი სასმლის რეცეპტი ლიპტონისგან

☀ როგორ მოვამზადოთ ეკლერი (შუ)

image






8. მიმართეთ მედიტაციას

კარანტინის დროს ჯანსაღი გონებისა და სხეულის შესანარჩუნებლად მედიტაცია საუკეთესო გამოსავალია. იპოვეთ მშვიდი ადგილი, აანთეთ სანთლები, ჩართეთ წყნარი მუსიკა და გაიწმინდეთ გონება.

image






9. ისწავლეთ ინსტრუმენტზე დაკვრა

რადგანაც სახლში დიდი დროის გატარება გვიწევს, კარგი იქნება, პროდუქტიული აქტივობები ვაკეთოთ. თუ მოგეპოვებათ ინსტრუმენტი, ისწავლეთ მასზე დაკვრა, ამაში ისევ და ისევ YouTube-ის ვიდეოები შეგიძლიათ დაიხმაროთ.

image






10. უყურეთ ფილმებს

ახლა საკმარისი დრო გაქვთ "ჰარი პოტერის" თავიდან ბოლომდე სანახავად, ან შეგიძლიათ თქვენი ფილმების სიას მიჰყვეთ (თუ გაქვთ). გთავაზობთ რამდენიმე სტატიას, რომელიც ამ "ძნელბედობის ჟამს" ფილმების არჩევაში დაგეხმარებათ:


☀ 10 ფილმი, რომელშიც წყვილებს მართლა უყვარდათ ერთმანეთი

☀ 50 დოკუმენტური ფილმი, რომელიც უფრო მეტს გასწავლით, ვიდრე კოლეჯი

☀ რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი

☀ 14 ახალი მინი-სერიალი, რომელსაც შაბათ-კვირას უნდა ჩაუსხდეთ

image






და ბოლოს

სახლში განუსაზღვრელი დროით დარჩენა შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ მიიღეთ ეს გამოწვევად - უამრავი პროდუქტიული რამის გაკეთება შეგიძლიათ. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა და ნივთების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. დაიცავით ჰიგიენა, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სხვებს!

image

გისურვებთ ჯანმრთელობას!


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიისგან - 10 მნიშვნელოვანი რჩევა

image


2. 11 რჩევა, რამაც შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში გადაგარჩინოთ

image


3. როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო

image


4. 15 ხერხი იმისთვის, რომ თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს

image


5. როგორ ვისარგებლოთ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უსაფრთხოდ - 10 რჩევა

image


6. რა შეიძლება დაგემართოთ, თუ ხელებს არ დაიბანთ

image

0
200
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0