x
image
გემი დალანდი
ჩვილების გადარჩენის 7 დაუჯერებელი ისტორია
ამ სტატიის გმირები ჩვილები არიან, რომლებიც დაბადებისთანავე სასიკვდილოდ გაწირეს:მკერდში ესროლეს, შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს, მერვე სართულიდან გადმოაგდეს და ა.შ.

1.ჩვილი, რომელიც საკანალიზაციო მილში იპოვეს

imageეს ფაქტი ჩინეთში მოხდა. 25 მაისს მრავალბინიანი კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჩვილის ტირილის ხმა გაიგო, რომელიც მილიდან ამოდიოდა და პოლიცია გამოიძახა. ჩვილის გადარჩენის ორსაათიანი სიუჟეტი ჩინეთის ყველა არხმა გადასცა.ჩვილი 10 სანტიმეტრიან მილში იყო გაჭედილი და მის ამოსაყვანად მილს თითო-თითო სანტიმეტრობით ამტვრევდნენ. პატარა 2.8 კგ-ს იწონიდა და საბედნიეროდ მნიშვნელოვანი დაზიანებები არ ჰქონია.

საავადმყოფოში, სადაც ის გადაიყვანეს, უ ამრავი ადამიანი მივიდა და მისთვის ტანსაცმელი, სათამაშოები, საფენები, საჭმელი და ყველა ის ნივთი მიიტანეს, რაც პატარას სჭირდებოდა.


იმის გამოცნობა, თუ როგორ მოხვდა მილში ჩვილი, ძნელი არ ყოფილა და პოლიციამ საქმეც აღძრა.


2.გოგონა, რომელიც 21-ე კვირას დაიბადა

imageამილია 21 კვირის იყო, როცა დაიბადა. საკმარისია ამ ფოტოს შეხედოთ, რომ მიხვდეთ, თუ რა ნამცეცა იყო ის ამ დროს. ის მხოლოდ 284 გრამს იწონიდა, მისი სიგრძე კი 25 სმ იყო.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ექიმი დათანხმდა ამ “უიმედო შემთხვევისთვის" მოეკიდა ხელი, გოგონას დედის სასოწარკვეთილი მუდარა იყო. და საბედნიეროდ გოგონა გადარჩა.

image

3.ჩვილი, რომელიც მორგში “გაცოცხლდა"

imageლუსი მილაგროს ვერონს დაუჯერებელი ისტორია აქვს. ის სამი თვით ადრე დაიბადა. ექიმებმა ის მკვდრადშობილად ჩათვალეს და მორგში გაგზავნეს. გოგონა იმან გადაარჩინა, რომ მისმა მშობლებმა მისი ნახვა მოისურვეს, რათა დამშვიდობებოდნენ. მორგში გატარებული 12 საათის შემდეგ, როცა მშობლები პატარა ლუსის ეთხოვებოდნენ, გოგონა გაინძრა და ატირდა. ის ყინულივით ცივი იყო, მაგრამ მასში სიცოცხლე ფეთქავდა.

image

4.ჩვილი, რომელმაც ჯავშნოსანის სოროში 24 საათი გაატარა

imageეს სულისშემძვრელი ამბავი 2006 წელს მოხდა. პატარა ბრაზილიური ქალაქის განაპირას პოლიციამ ჯავშნოსანის სოროში ჩვილი იპოვა. ამ სოროში ჩვილმა 24 საათი მაინც დაჰყო. მას მიწიდან მხოლოდ თავი უჩანდა და ბუზების გუნდი ეხვეოდა.imageთავიდან პოლიციელებს ბავშვი მკვდარი ეგონათ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას უბრალოდ ეძინა. როგორც კი ის მიწიდან ამოიყვანეს, ის ატირდა.imageპოლიციამ ჩვილის დედას მალე მიაგნო. ის 40 წლის ფერეირა გუიმარესი აღმოჩნდა, რომელიც კიდევ 4 შვილს ზრდიდა.


5.ჩვილი, რომელიც დაბადებისთანავე მატარებლის უნიტაზში ჩავარდა

imageეს ისტორია ინდოეთში მოხდა. ფეხმძიმე რინკუ დები რეი თავის მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად თავის მშობლებთან მიდიოდა, სადაც უნდა ემშობიარა. მატარებლით მგზავრობისას ქალს მუცელი ასტკივდა და ტუალეტში გავიდა. იქ კი მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო და ბავშვი, რომელიც დედის სხეულიდან გამოსრიალდა, უნიტაზის ხვრელში გაუჩინარდა, რომელიც პირდაპირ ლიანდაგზე გადიოდა. ქალმა მაშინვე მეუღლეს შეატყობინა მომხდარის შესახებ. კაცმა ბერკეტი გადმოსწია და მატარებელი გააჩერა. საოცარია, მაგრამ ასეთი თავგადასავლის შემდეგ, პატარა გოგონა უვნებლად გადარჩა. მას მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა.


6.ჩვილი, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოაგდეს

imageამ პატარასაც არ გაუმართლა. მშობიარობის შემდეგ ის დედამ ნაგვის ბუნკერში ჩააგდო მერვე სართულიდან. საბედნიეროდ, კონტეინერი, სადაც ჩვილი ჩავარდა, სავსე იყო და პატარა რბილად დაეცა. დროდადრო ნაგავს პრესდნენ, რომ ადგილი გათავისუფლებულიყო. საზარელი წარმოსადგენია რა დაემართებოდა პატარას, ეს რომ მომხდარიყო. საბედნიეროდ, მისი ტირილი მუშამ გაიგონა და პოლიცია გამოიძახა. ბავშვი ბრუკლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა ის კარგადაა.


7.ჩვილი, რომელსაც მკერდში ესროლეს

imageარგენტინელი ცოლ-ქმარი დარწმუნებული იყო, რომ მალე სამყაროს საშინელი აღსასრული უნდა დამდგარიყო. იმისთვის, რომ თავისი შვილები ამ საშინელებისგან “ეხსნათ", მათ თავისი 2 წლის ვაჟს ზურგში ესროლეს, 7 თვის გოგონას კი მკერდში. შემდეგ კი თავი მოიკლეს.

სამი დღის შემდეგ მეზობლები სუნმა შეაწუხა და პოლიცია გამოიძახეს. ბინაში შესულმა პოლიციამ მშობლების და ბიჭის გვამები აღმოაჩინა. პატარა გოგონა კი, მიუხედავად მკერდში ჭრილობისა და სამდღიანი შიმშილისა, ცოცხალი იყო. საოცარია, მაგრამ ექიმების ხელში მოხვდა თუ არა, მან მომენტალურად დაიწყო გამოკეთება და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა.


0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0