საზოგადოება ინგა გრიგოლია საავადმყოფოშია: "გამოტყდით, ვისი თვალი მეცა ან ვინ დამწყევლა" - ნახეთ, რა შეემთხვა ტელეწამყვანს 2020, 25 მარტი, 13:47 "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია საავადმყოფოში მოხვდა. ტელეწამყვანმა როგორც გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, მას სახლში უეცრად თავბრუ დაეხვა, თვალები აუჭრელდა და დაეცა, რის შედეგადაც ფეხი მოიტეხა. ინგა გრიგოლია "ინოვას" სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მას უკვე ოპერაციაც ჩაუტარდა: "კორონა არა, მაგრამ ფეხი კი მოვიტეხე. ხოდა, ვწევარ ახლა ნაოპერაციები და ფეხმოტეხილი ამ საგანგებო ეთერებისას და ვსკდები გულზე. გამოტყდით, ვისი თვალი მეცა ან ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო არადა, კორონას პანიკა მქონდა" - დაწერა ტელეწამყვანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.218 შეფასება არ არის |