x
image
თორ ნიკე
Mediator image
ცხოველების სამეფო
ცხოველების სამეფო


ცხოველების სამეფო (Animalia Kingdom) - შედიან ევკარიოტების დომენში. ცხოველების სამეფოს პირველი წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 665 მილიონი წლის წინ დედამიწის ოკეანეებში. კამბრიულ პერიოდში კი მოხდა ცხოველების მიერ მთელი დედამიწაზე გაბატონება და გამრავლება, ამას დიდი "კამბრიული აფეთქება" ეწოდება. სწორედ ამ პერიოდში ამოვიდნენ პირველად ცხოველები წყლიდან და ჩამოყალიბდნენ ხმელეთის ცხოველებად. ასე რომ ცხოველების სამეფო, ევოლუციის პროცესში, დროთა განმავლობაში ძალიან მრავალფეროვანი გახდა და დღეს იყოფა 35 ტიპად ანუ კატეგორიად (Phyla, Phylum):


1. აკანტოფალები (Acanthocephala) - ეკლიანი ჭიები.

2. აკელომორფები (Acoelomorpha, Acoels) - ამ უხერხემლოებს არ აქვთ პირი და არც მომნელებელი ტრაქტი.


3. ანელიდები (Annelida) - სეგმენტირებული ჭიები.

4. ართროპოდები (Arthropoda) - მწერები, ეგზოსკელეტონის ანუ გარე-ჩონჩხის მქონე არსებები.

5. ბრახიოპოდები (Brachiopoda) - მხარფეხიანები, ბევრი ნიჟარის მქონეა.

6. ბრიოზოები (Bryozoa) - ეს უხერხემლოები ოკეანეებში და ზღვებში ბინადრობენ, სხვანაირად ეწოდებათ ასევე ხავსა ცხოველები, პოლიზოა ან ექტოპროქტები.

7. ქეტოგნათები (Chaetognatha) - ისრისებრი ჭიები.

8. ქორდიანები (Chordata, Chordates) - ეს კატეგორია შეიცავს ძუძუმწოვრებს, ქვეწარმავლებს, ფრინველებს, თევზებს და ამფიბიებს.

9. კნიდარიები (Cnidaria) - ნემატოციდები.

10. კტენოფორები (Ctenophora) - წვრილკბილა სავარცხლისებრი ჟელეები.

11. კიკლიოფორები (Cycliophora) - სიმბიონები.

12. ექინოდერმები (Echinodermata, Echinoderms) - ეკლიანები.

13. ენტოპროქტები (Entoprocta) - ბოკლისებრი ჭიები.

14. გასტროტრიქები (Gastrotricha) - მეიოფაუნა.

15. გნათოსტომულიდები (Gnathostomulida) - მარწუხიანი ჭიები.

16. ჰემიქორდატები, ნახევრადქორდიანები (Hemicordata) - რკოსებრი ჭიები.

17. კინორინქები (Kinorhyncha) - ტალახის დრაკონები.

18. ლორიციფერები (Loricifera) - ფუნჯისებრთავები.

19. მიკროგნათოზოები (Micrognathozoa) - პატარაყბიანი ცხოველები.

20. მოლუსკები (Mollusca)

21. ნემატოდები (Nematoda) - მრგვალი ჭიები.

22. ნემატომორფები (Nematomorpha) - ძაფისებრი, ძუისებრი ჭიები.

23. ნემერტები (Nemertea) - ლენტისებრი ჭიები.

24. ონიქოფორები (Onychophora) - ხავრდისებრი ჭიები.

25. ორთონექტიდები (Orthonectida) - სწორად მცურავები.

26. ფორონიდები (Phoronida) - ცხენისჩლიქა ჭიები.

27. პლაკოზოები (Placozoa) - თეფშისებრი ჭიები.

28. პლატიჰელმინთები (Platyhelminthes) - ბრტყელი ჭიები.

29. პორიფერები (Porifera) - ღრუბელები.

30. პრიაპულიდები (Priapulida) - მცირე პენისები.

31. რომბოზოები (Rhombozoa) - რომბისებრი ცხოველები.

32. როტიფერები (Rotifera) - ბორბლის მტარებლები.

33. სიპუნკულები (Sipuncula) - მიწის თხილისებრი ჭიები.

34. ტარდიგრადები (Tardigrada) - წყლის დათვები (მიკროსკოპული ცხოველები)

35. ქსენოტურბელიდები (Xenoturbellida) - უცხო ბრტყელი ჭიები.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
126