x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონავირუსით შეშინებულმა ქალმა პრევენციის ისეთი ზომები მიიღო, რომელმაც ლამის ცოცხლად დაწვა

image მოგეხსენებათ კორონავირუსმა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მოიკიდა ფეხი და სამწუხაროდ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანიც შეიწირა.
ექიმების რეკომენდაციების პარალელურად ვისაც მოეხასიათება სოციალურ ქსელებში აქვეყნებს მისეულ რეცეპტს კორონავირუსისაგან თავის დასაცავად, სწორედ ერთერთი ასეთი "კეთილისმყოფელის" მსხვერპლი გახდა ეს ქალბატონიც, რომელმაც გულდასმით შეისწავლა, შეაჯერა და პრაქტიკულად დაიწყო ასეთი "კეთილისმყოფელების" რეცეპტების გამოყენება.
წაისვა ხელზე სქელ ფენად გელი, რომელიც ვიტამინების ნაკრებს შეიცავდა თუმცა მისდა საუბედუროდ სპირტიც ბლომად იყო მის დამზადებაში გამოყენებული, ჩაიცვა ხელზე ერთჯერადი სამედიცინო, ოღონდ შედარებით სქელი რეზინის ხელთათმანები. ამასაც აღარ დასჯერდა და უფრო მეტად, რომ დაეზღვია თავი ხელთათმანებზე სპირტიც გადაივლო და სამზარეულოში გავიდა სადილის მოსამზადებლად, თუმცა მისდა სავალალოდ ვერ გაითვალისწინა, რომ სპირტი აალებადია და გაზქურის ანთებისას ხელთათმანებზე ცეცხლი წაეკიდა, წაეკიდა და კორონავირუსთან მებრძოლი ქალბატონის ხელები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშიც აღმოჩნდა.
იმედია გაითვალისწინებთ ყოველივე ამას და ანალოგიურად არ მოიქცევით თქვენივე უსაფრთხოებისათვის.
კორონავირუსისაგან თავის დასაცავად კი ეცადეთ საჭიროების გარეშე თქვენი საცხოვრებელი არ დატოვოთ და ექიმების რჩევებიც გაითვალისწინოთ.

0
568
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
568