x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 საოცარი და სახალისო ფაქტი კატების შესახებ

კატები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველები არიან და ამ ცხოველის ყველა პატრონს უამრავი საინტერესო ფაქტის მოყოლა შეუძლია, როგორც საკუთარი კატის, ისე იმ ჯიშის შესახებ, რომელსაც მისი ფუმფულა ოჯახის წევრი მიეკუთვნება.


image


გთავაზობთ 15 საინტერესო და საოცარ ფაქტს, კატების შესახებ, რომელიც ამ იდუმალებით მოცული ცხოველებს უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ:


1. უხსოვარი დროიდან, ვიეტნამში კატის ხორცი საუკეთესო დელიკატესად ითვლებოდა. მაგრამ, ვირთხების უკონტროლოდ გამრავლების გამო, ხელისუფლებამ კანონი მიიღო, რომელიც კატის საკვებად გამოყენებას კრძალავს.


2. კატები ბუნებით შორსმხედველები არიან და ამიტომ მათ, ახლოს მდებარე ნივთებზე ფოკუსირება არ შეუძლიათ. მაგ., თუ კატას რამეს პირდაპირ ცხვირწინ დაუდებთ, ის მის შესწავლას ყნოსვით და ულვაშების მგრძნობელობით დაიწყებს.


3. კატებისადმი აკვიატებული სიყვარული, ფსიქოლოგიურ დარღვევას – აილუროფილიას (ბერძ. «ailuros» კატა, «philos» სიყვარული) იწვევს.


4. თუ ერთ ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე კატა ცხოვრობს, ისინი ნადირობას და საკვების მოპოვებას გარკვეული გრაფიკით ახდენენ.


5. კატები ფერის ტონებს ისე ვერ არჩევენ, როგორც ჩვენ. ყველაზე კარგად ისინი მწვანეს, ყვითელს და ლურჯი სპექტრის ფერებს აღიქვავენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების ცხოვრების ბუნებრივ გარემოში, ირგვლივ მყოფი სივრცის ზუსტად აღქმაა (ცისფერი ცა, მწვანე მცენარეები და სხვა) საჭირო.


6. კაები გრძნობენ ადამიანის პრობლემას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ კატა, ხშირად წვება ოჯახის რომელიმე წევრის მუცელზე, ფეხებზე ან ძილის დროს, თავზე – ამით ის მის «განკურნებას» ცდილობს. ითვლება, რომ ყველაზე კარგად ეს ცხოველები, ნერვოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ეხმარებიან.


7. თუ ადამიანის იდენტიფიცირება თითის ანამეჭდებით შეიძლება, კატის შემთხვევაში, ამ ფუნქციაც მისი ცხვირი ასრულებს. საქმე იმაშია, რომ ყველა კატის ცხვირის ზედაპირზე უნიკალური ნახატია, რომელიც არასდროს მეორდება.


8. შოტლანდიაში კატას, სახელად ტაუზერს ძეგლი დაუდგეს, რადგან მან, Glennturret-ის ვისკის ქარხანაში თავისი 24 წლიანი «მუშაობის» პერიოდში, თითქმის, 30 ათასი (28 899) თაგვი დაიჭირა.


9. ლავიწის განსაკუთრებული აგებულების გამო, კატას ვიწრო ხვრელში შეძვრომა და ფარდის კარნიზებზე სიარული შეუძლია.


10. სიბნელეში კატები უკეთესად ხედავენ, ვიდრე განათებულ გარემოში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ველურ ბუნებაში, კატები პატარა ზომის მღრღნელებზე ნადირობენ, რომლებიც ჩვეულებრივ, ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ.


11. კატის კლანჭები ყოველთვის ერთ მხარეს არის მიმართული. ამიტომ, მას ხეზე ასვლა შეუძლია, ჩამოსვლა კი, არა.


12. კატას დიდი ზომის საკვების დაღეჭვა არ შეუძლია, რადგან მის ყბები მხოლოდ ერთი მიმართულებით – ზევით–ქვევით მოძრაობს.


13. შუა საუკუნეების ევროპაში ითვლებოდა, რომ კატები ბოროტ ძალებთან იყვნენ კავშირში. ამიტო, მათ კოცონზე რეგულარულად წვავდნენ. ამ ტრადიციამ ვირთხის პოპულაცია მკვეთრად გაზარდა, რაც ბოლოს, – ჭირის გავრცელების მიზეზი გახდა.


14. კატას წინა თათებზე კლანჭები უფრო წვეტიანი აქვს, ვიდრე უკანაზე.


15. საკვების ნორმალურად მონელებისთვის, ის ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცივი ან ცხელი საკვები კატისთვის, შეიძლება, ფაღარათის მიზეზი გახდეს.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3. ნობელის პრემიის ლაურეატმა პანდემიასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა

4. როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)
5. პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს
6. ჩინეთის ხელისუფლება COVID–19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
769
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0