x
image
ელენე გუმა
"მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული... პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა"

image
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის პიარ-მენეჯერი, გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში იმ ქართველ ექიმზე წერს, რომელმაც პირველი კორონავირუსიანი ავადმყოფი მიიღო, უმკურნალა და უკვე სახლშიც გააცილა.

მაშ ასე, გაიცანით იმ გმირი ექიმებიდან ერთ-ერთი, რომელიც თავდაუზოგავად ზრუნავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული...
პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული....
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით...
კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება...
ps არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო... ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან...."- წერს გიორგი ბერიძე.


შეგახსენებეთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9, კარანტინის რეჟიმში – 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანია.

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0