x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ვიდეო: პიროვნებამ სცადა, კარანტინის ზონა დინოზავრის ფორმაში გამოწყობილს დაეტოვებინა
დინოზავრი


ესპანეთის პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული საგანგებო ვითარების გამო შინ დარჩენილიყვნენ, თუმცა სამართალდამცავები ერთ-ერთ ქალაქში მალევე წააწყდნენ დინოზავრის ფორმაში გამოწყობილ და ქუჩაში მოსეირნე პიროვნებას, რომელმაც ჯერ ნაგავი ყუთში ჩაუძახა, ხოლო შემდეგ რაღაც საქმისთვის მოპირდაპირე ქუჩის გადაკვეთა სცადა.


ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო გუშინ ქალაქ მურტიას პოლიციის მიერ აიტვირთა “ტვიტერზე” და ლამის ააფეთქა სოციალური ქსელი. ვიდეოს ათასობით გაზიარება და სასაცილო კომენტარი მოჰყვა.


ტირანოზავრ რექსის კოსტიუმში გამოწყობილი პიროვნების იდენტიფიკაცია ვიდეომასალის მეშვეობით შეუძლებელია. მაგრამ როგორც ჩანს, ის პოლიციამ შეაჩერა და მხოლოდ გამოკითხა.



საქმე იმაშია, რომ პარასკევს ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა კორონავირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც სახლიდან გარეთ გასვლას კრძალავს, თუ საამისოდ ძალიან დიდი აუცილებლობა არ დგას, კერძოდ კი თუ წამლის და მედიკამენტების ყიდვა არ გსურთ ან თუ ექიმთან არ მიდიხართ.


დინოზავრი


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს პატარა შენიშვნა გაკეთდა, რომ შინაური ცხოველების გასეირნება მოკლე დისტანციებზე ნებადართული იყო, მაგრამ ეტყობა, დინოზავრის კოსტიუმში გამოწყობილმა პიროვნებამ ყველაფერი არასწორად გაიგო. მას აშკარად ეგონა, რომ დაშვებული იყო მხოლოდ შინაური ცხოველების გასვლა სახლიდან გარეთ და ნაგვის ყუთთან მისასვლელად და მაღაზიის მოსანახულებლად პოლიციის მოტყუება სცადა, ვითომ დინოზავრი გახლდათ.



გავრცელებულ ვიდეოს პოლიციამ დაადო სტივენ სპილბერგის “იურული პერიოდის პარკის” საუნდტრეკი და ხუმრობით მაყურებლებს განუმარტა, რომ დინოზავრები არ შედიან შინაური ცხოველების კატეგორიაში და მათთან ერთად სეირნობა იკრძალება. ამავე ვიდეოში ხელისუფლების წარმომადგენლები სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ ყველას.


ამასობაში კი მთელ პლანეტაზე კორონავირუსით დაინფიცირებულია 400 414 ადამიანი, საიდანაც 17 451 გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ყველაზე უარესი კიდევ წინ გველოდება, რისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა სახლში დარჩენა და ხელების საპნით ხშირი და საგულდაგულო დაბანაა.


0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0