x
image
მაია 24
რა საერთო აქვს 2020 წელს 1968-სთან? - ასტროლოგიური კავშირი და მსოფლიო ტრაგიკული მოვლენების ტალღა ნახევარი საუკუნის წინ
image


"დღეს, როცა ყველა COVID19-ზე საუბრობს, და ამ საშინელი ვირუსის გამო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ჩამოშორებული, იზოლირებულები და კარანტინში მყოფნი ვატარებთ, მე ასტროლოგიურ ჭრილში მინდა იმის განხილვა, რა მოვლენები გამოიწვია მსოფლიოში ნახევარი საუკუნის წინ, პლანეტათა ანალოგიურმა განლაგებამ, როგორიც მიმდინარე წელს გვაქვს ცის კაბადონზე. 1900 წლიდან რომ გამოვყვეთ, დაახლოებით მსგავსი მონაცემები გვხვდება 1968 წელს: 52 წლის წინ ნელი პლანტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი) თხის რქის ზოდიაქოში განლაგდნენ.


image


1968 წლის 4 ნოემბერს მარსი შეუერთდა იუპიტერს და პლუტონს, იუპიტერი კი - ურანს და პლუტონს. იმ დროისთვის მარსი, იუპიტერი და პლუტონი იმყოფებოდნენ ქალწულის ზოდიაქოში (მიწის სტიქია), ხოლო ურანი - სასწორში (ჰაერის სტიქია). ეს იყო 1968 წელს.



image


2020 წელს 4 პლანეტის შეერთება მოხდა: მარსი, იუპიტერი და პლუტონი თხის რქაში იყო, თხის რქის მმართველი სატურნი - მერწყულში. პლანეტების განლაგება ერთმანეთს ჰგავს - ორივე შემთხვევაში, 3 პლანეტა მიწის სტიქიაშია, ერთი - ჰაერისაში.



image


რა მოხდა 1968 წელს?


1968 წელს ვიეტნამის ომმა აპოგეას მიაღწია. აშშ-სთვის მაისი ყველაზე სისხლიანი გახდა 2415 ადამიანი დაიღუპა. ამერიკაში ანტისამხედრო და რასობრივი ბრძოლების ტალღა აგორდა. პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა დაიწყო რობერტ კენედიმ, რომელსაც ორი რამ სურდა - ძმის მკვლელობის გამოძიება და ვიეტნამში ომის შეწყვეტა. სამწუხაროდ, თავად რობერტიც ტყვიის მსხვერპლი გახდა... იმავე 1968 წელს.


XIX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, 10 დღით ადრე მექსიკაში სასტიკად ჩაახშვეს სტუდენტების გამოსვლები. "ტლატელოლკოს ღამე" ასე შეერქვა ახალგაზრდებთან გაჩაღებულ დაპირისპირებას, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი დაიჭრა და 65 ადამიანი მოკლეს.


1968 წელს ჩეხეთში (მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში) დაიწყო "პრაღის გაზაფხული". 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის შეთანხმების ქვეყნების (პოლონეთი, "გედეერი", უნგრეთი და ბულგარეთი) ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ „პრაღის გაზაფხულის“, ანუ ქვეყნის დემოკრატიზაციის მცდელობის შესაჩერებლად. სხვადასხვა ინფორმაციით, 70 ადამიანი გარდაიცვალა და 250-მა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.


1968 წელს თებერვლიდან აპრილის ჩათვლით საფრანგეთში 49 მსხვილი სტუდენტური გამოსვლა მოეწყო. მაისში სოციალურ-პოლიტიკურმა კრიზისმა ახალი სახელი "წითელი მაისი" მიიღო. დაიჭრა 367 ადამიანი (32 მძიმედ), 460 კი - დააპატიმრეს.


1986 წელს საფრანგეთმა მსოფლიო გააოცა არა მარტო სტუდენტური გამოსვლებით, არამედ მურუროასა და ფანგატაუფაზე ბირთვული იარაღის გამოცდითაც, რითაც საერთაშორისო პროტესტები გამოიწვია".


ავტორი: პაველ სკაკუნი


წყარო



ასევე ნახეთ:


24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს


ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდნენ კორონავირუსს - ვის აქვს დაინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი


2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
352
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0