x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახალგარდა ქალი კორონავირუსის ტესტის პასუხის მიღებამდე გარდაიცვალა

image

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში გარდაიცვალა 39 წლის ახალგაზრდა ქალი SARS-CoV-2 კორონავირუსის ტესტის შედეგის მოლოდინში. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.



სამშაბათს, 10 მარტს, ნატაშა ოტმა (Natasha Ott)საავადმყოფოს მიაკითხა გაციების სიმპტომით. ქალი მუშაობდა აივ ინფიცირებულთა სოციალური დახმარების ცენტრში და ეშინოდა, რომ კორონავირუსის რისკის ქვეშ იყო. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ არ ჩაეტარებინათ ტესტირება COVID-19 -ზე და სახლში გაუშვეს ოტი, რადგან მათი აზრით მისი ჩივილები არ ჰგავდა კორონავირუსის სიმპტომებს.


სოციალურ ცენტრში, სადაც ქალი მუშაობდა, მას შესთავაზეს ტესტის ჩატარება, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან მარაგი მხოლოდ ხუთი ცალიღა იყო დარჩენილი. ოტი ფიქრობდა, რომ ისინი სხვა ადამიანებს უფრო გამოადგებოდა.



ერთი კვირის განმავლობაში, ქალის მდგომარეობა, სიმპტომები გაუარესდა და ორშაბათს, 16 მარტს, მან გადაწყვიტა სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა. ექიმები შეთანხმდნენ, რომ მას შემოწმდნენ კორონავირუსზე, თუმცა გააფრთხილეს, რომ შედეგები მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ მოვიდოდა.

image

პარასკევს, 20 მარტის შემდეგ ნატაშა ოტი კავშირზე აღარ გამოდიოდა, განგაში ატეხა მისმა მეგობარმა 36 წლის ჯოშ ანდერსონმა(Josh Anderson), ქალს სახლში მიაკითხა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სამზარეულოს მაგიდასთან აღმოაჩინა გარდაცვლილი.


”ეს საშინელი დანაკარგია. პანდემიის შესახებ ხუმრობის დრო დასრულდა, გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, სანამ არ გვიანი არ არის ”, - მიმართა ანდერსონმა Facebook- ით საზოგადოებას.

image

ლუიზიანის შტატის პოლიცია ტრაგედიის ადგილზე მუშაობს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად.

0
672
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0