x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?
image


ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, COVID-19 ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბი­საა - ამას უახ­ლე­სი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რო­მელ­შიც მეც­ნი­ე­რებ­მა ვირუ­სის გე­ნო­მის (ორ­გა­ნიზ­მის უჯრედ­ში არ­სე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რუ­ლი მა­სა­ლა) ანა­ლი­ზი წარ­მო­ად­გი­ნეს. მათი მტკი­ცე­ბით, COVID-19 ბუ­ნებ­რი­ვი ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გია.


აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა მოწ­მობს, რომ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში, დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ჩე­ნი­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სწრა­ფად მო­ე­დო და რომ­ლი­თაც, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 350 000-ამდე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შექ­მნი­ლი არ არის, ისე რო­გორც ეს ბევ­რს ჰგო­ნია მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში...


ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო ამ­ჟა­მად პან­დე­მი­ის გარ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ჭარ­ბე­საც ებ­რძვის. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მითი, რაც გავ­რცელ­და, ისაა, რომ ახა­ლი ვირუ­სი, SARS-CoV-2 (COVID-19) მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს და მან უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა, რის შემ­დე­გაც და­ა­ვა­დე­ბის აფეთ­ქე­ბა და­ი­წყო.



image


Nature Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რის­გან ან პან­გო­ლი­ნის­გან გავ­რცელ­და. კვლე­ვის დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ჩვე­ნი ანა­ლი­ზი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ SARS-CoV-2 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცია ან გა­მიზ­ნუ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი ვირუ­სი არ არის“.


რა გზით ამ­ტკი­ცე­ბენ ამას მეც­ნი­ე­რე­ბი?


მკვლევ­რებ­მა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ანა­ლო­გი­ურ ნი­შან-თვი­სე­ბებს შე­ა­და­რეს, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი აქამ­დე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლან. მათ შე­ის­წავ­ლეს SARS, MERS და SARS-CoV-2, რომ­ლე­ბიც მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს; და HKU1, NL63, OC43 და 229E, რომ­ლე­ბიც, ტი­პი­უ­რად, მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.


კვლე­ვა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ვირუ­სის ზო­გა­დი მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა ყვე­ლა სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის­გან გან­სხვავ­დე­ბა და წა­ა­გავს ღა­მუ­რებ­სა და პან­გო­ლი­ნებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ისე­თი ვირუ­სე­ბის სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბა­დაა შეს­წავ­ლი­ლი და რო­მელ­საც აქამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია.


ამას გარ­და, ვირუ­სის „ხერ­ხე­მა­ლი“ (სა­ერ­თო მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა), იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ის გან­სხვავ­დე­ბა ისე­თი სტრუქ­ტუ­რის­გან, რა­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, მეც­ნი­ე­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნიდ­ნენ. კვლე­ვის თა­ნახ­მად, თუ ვინ­მე ახა­ლი, და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სის შექ­მნას შე­ეც­დე­ბო­და, ის უკვე არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სის "ხერ­ხე­მალს" გა­მო­ი­ყე­ნებ­და. თუმ­ცა, COVID-19-ის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა "არ­სე­ბი­თად გან­სხვავ­დე­ბა" იმ კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის­გან, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებ­ში შეგ­ვხვედ­რია.


imageკრისტიან ანდერსენი


ბი­ო­მე­დი­ცი­ნის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის Scripps Research-ის იმუ­ნო­ლო­გი­ი­სა და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა, კრის­ტი­ან ან­დერ­სენ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა იმ spike protein-ების (ვირუ­სის ზე­და­პირ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცილა) გე­ნე­ტი­კუ­რი ნი­მუ­ში შე­ის­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის ზე­და­პი­რი­და­ნაა ამოშ­ვე­რი­ლი.


სწო­რედ მათ იყე­ნებს ვირუ­სი იმის­თვის, რომ მისი "მას­პინ­ძლის", ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის, უჯრე­დე­ბის გარე კედ­ლებს ჩა­ე­ჭი­დოს და შემ­დეგ ამ უჯრე­დებ­ში შე­აღ­წი­ოს. მკვლევ­რებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი spike protein-ების იმ გე­ნე­ტი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რომ­ლე­ბიც პა­სუხს აგებს ორ მხა­რე­ზე: ერთი მიმ­ღე­ბის უჯრე­დებ­ზე მი­ერ­თე­ბაა, ხოლო მე­ო­რე ვირუსს ამ უჯრე­დე­ბის გახ­სნი­სა და მათ­ში შეს­ვლის ძა­ლას ანი­ჭებს.


"ვირუ­სის ეს ორი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი SARS-CoV-2-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით გა­ჩე­ნას გა­მო­რი­ცხავს... არ­სე­ბუ­ლი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის შტა­მე­ბის გე­ნო­მებ­თან შე­და­რე­ბის შე­დე­გად, მტკი­ცედ შეგ­ვიძ­ლია გან­ვსა­ზღვროთ, რომ COVID 19 ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბით წარ­მო­იშ­ვა" - გა­ნა­ცხა­და ნაშ­რო­მის მთა­ვარ­მა ავ­ტორ­მა, კრის­ტი­ან ან­დერ­სენ­მა.


მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ცი­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ადა­მი­ა­ნურ უჯრე­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბის კუ­თხით, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი შერ­ჩე­ვის შე­დე­გი უნდა იყოს და არა - გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­დუქ­ტი.


მი­ზე­ზი შემ­დე­გია: SARS-CoV-2 მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ სინ­დრომ­თან (SARS), რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ გავ­რცელ­და. მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს, კონ­კრე­ტუ­ლად რით გან­სხვავ­დე­ბა SARS-CoV SARS-CoV-2-ის­გან - გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნით. თუმ­ცა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბი­სას იკ­ვე­თე­ბა, რომ SARS-CoV-2-ის მუ­ტა­ცი­ე­ბი ვირუსს ადა­მი­ა­ნის უჯრე­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ უწყობს ხელს. ეს ვირუ­სი მეც­ნი­ე­რებს გან­ზრახ­ვით რომ შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ, მა­შინ იმ მუ­ტა­ცი­ებს არ შე­არ­ჩევ­დნენ, რომ­ლე­ბიც კომ­პი­უ­ტე­რულ მო­დე­ლი­რე­ბა­ში არ იმუ­შა­ვებ­და.


რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ძებ­ნა მუ­ტა­ცი­ის ფორ­მა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უფრო ძლი­ე­რია იმ ფორ­მე­ბის­გან, რისი შექ­მნაც მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ.


სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ვირუ­სი და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნებ­ში? - ამის ორი შე­საძ­ლო სცე­ნა­რი არსებობს.


პირველი სცენარი:


განაგრძეთ კითხვა

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0