x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯგუფი "ბონ ჯოვის" წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა
imageამერიკული როკ-ჯგუფის ბონ ჯოვის კლავიშებზე შემსრულებელი დევიდ ბრაიანი კორონავირუსით დაინიფიცირდა, ამის შესახებ 58 წლის მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა:

image

"ახლახან მივიღე კორონავირუსზე დადებითი შედეგი, კარანტინში ვარ მოქცეული ამ კვირას და შემდეგ კვირასაც, როდესაც თავს უკეთესად ვიგრძნობ ხელმეორედ ჩავიტარებ ტესტირებას, დავრწმუნდე, რომ თავისუფალი ვარ ამ საზიზღარი ვირუსისგან, გთხოვთ დაეხმარეთ ერთმანეთს, ეს მალე დასრულდება ყოველი ამერიკელის დახმარებით"-წერს დევიდ ბრაიანი.


დევიდ ბრაიანი "ბონ ჯოვიში" დაარსების დღიდან უკრავს, აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი 1991 წელს სამხრეთ ამერიკული პარაზიტით დაავადდა, რის გამოც საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.



სანამ დევიდ ბრაიანი კორონავიურუსს ებრძვის, მისი კოლეგა და ჯგუფის ლიდერი ჯონ ბონ ჯოვი პანდემიასთან დაკავშირებით ნიუ-ჯერსიში მდებარე საკუთარ რესტორან Soul Kitchen-ში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს, მუსიკოსი აწვდის საკვებს იმ სოციალურად დაუცველ ფენას, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდა.

image

ამერიკული როკ-ჯგუფი " ბონ ჯოვი"ნიუ ჯერსიდან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდია მსოფლიო როკის ისტორიაში, დღეისთვის ჯგუფს გაყიდული აქვს 130 მილიონზე მეტი ჩანაწერი.

0
37
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0