x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საწყობიდან 120 000 სამედიცინო პირბადე მოიპარეს

image

სამშაბათს, 24 მარტს მოსკოვში უცნობმა პირებმა საწყობიდან მოიპარეს 120 ათასი სამედიცინო ნიღაბი, ამის შესახებ იუწყება გამოცემა «Комсомольская правда».


გამოცემის ინფორმაციით, 43 წლის ირკუტსკელმა ბიზნესმენმა ზარალის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

იგი რუსეთის დედაქალაქში საქმიანობს და ყოფილი სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე იჯარით აქვს აღებული ობიექტები. ერთ-ერთ მათგანში ინახებოდა გასაყიდად გამზადებული სამედიცინო ნიღბები. ბიზნესმენმა ზარალი ერთ მილიონ რუბლად შეაფასა. პოლიცია ინციდენტს იძიებს.


უფრო ადრე, 18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის პოლიცია ეძებს თაღლითებს, რომლებიც იღებდნენ შეკვეთებს სამედიცინო ნიღბებზე და ანტისეპტიკურ საშუალებებზე ფულის წინასწარ გადახდით, თუმცა კლიენტებს საქონელს არ აწვდიდნენ.

0
681
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0