x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
როგორი წიგნების წაკითხვა სჯობს თვითიზოლაციის პერიოდში
image


თუ სახლში გიწევთ ყოფნა და არ იცით, რა აკეთოთ, კითხვა დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას წაიკითხვათ. რთულ პერიოდებში, ხშირად, მკითხველები ისეთ ლიტერატურას ირჩევენ, რომელიც, ასევე, სირთულეებსა და გასაჭირზე მოგვითხრობს. რეალურად კი ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში, შედარებით მსუბუქ საკითხავს მივანიჭოთ უპირატესობა. სასიყვარულო რომანები დაგეხმარებათ არსებული რეალობის დროებით დავიწყებაში.


ჩვენ გირჩევთ რომანებს, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდს შეგიმსუბუქებთ:


ჯეინ ოსტინის „გონება და გრძნობა“



ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა. დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".


ჯილ სანტოპოლოს „დაკარგული სინათლე“


ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გები ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერსს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისათვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო - გეიბი აღმოსავლეთის ცხელ წერტილში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუისი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია...


ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“


თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი “სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!


ჯეინ ოსტინის „ამპარტავნობა და ამოჩემება“


...ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...


ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“


ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის _ საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას...



0
25
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0