x
image
_K_
მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი პრინცესა დიანას ბაძავენ - 14 ფოტო, რომელიც გულს გაგითბობთ
imageბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პრინცესა დაინამ სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მოდაზე და თავისებური ნიშანიც დატოვა. მან ტრენდული გახადა "შურისძიების კაბა" და მოდაში დააბრუნა მარგალიტები. თანამედროვე სამეფო ოჯახის წევრები ჯერ კიდევ იღებენ შთაგონებას პრინცესა დიანას ჩაცმის სტილისგან და მშვენივრად გამოიყურებიან.


სტატიაში წარმოგიდგენთ ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის ლუქებს, რომლებსაც აშკარად ეტყობა პრინცესა დიანას გავლენა. ისიამოვნეთ!






1. 1989 vs 2019

იასამნისფერ-წითელი ლუქი ისეთივე შთამბეჭდავი იყო მეგანზე 2019 წელს, როგორიც პრინცესა დიანაზე 1989 წელს. პრინცესას უყვარდა ერთი შეხედვით შეუსაბამო ფერების კომბინაცია.

image






2. 1985 vs 2019


პრინცესა დიანას ეს კოპლებიანი კაბა ელეგანტური და კომფორტულია. ფოტო 1985 წელსაა გადაღებული კენსინგტონის სასახლეში. ქეითმა მსგავსი კაბა უფრო ფორმალურ ღონისძიებაზე ჩაიცვა, როცა D-Day-ის გამოფენას დაესწრო Bletchley-ის პარკში 2019 წელს.

imageimage






3. 1987 vs 2019

Sandhurst -ის სამხედრო აკადემიამ 1997 წელს საკმაოდ თბილად მიიღო დიანა, როგორც მათი პრინცესა. სასექსის ჰერცოგინიამაც მსგავსი ქუდი დაიხურა Commonwealth Service-ის ღონისძიებაზე 2019 წელს.

imageimage






4. 1984 vs 2018

როცა ქეითს 2018 წელს პრინცი ლუისი შეეძინა, მედიის წინაშე პრინცესა დიანას მსგავსი ლუქით გამოჩნდა, რითაც პატივისცემა გამოხატა. პრინცესა დიანას 1984 წელს იმავე საავადმყოფოში პრინცი ჰარი ეჭირა ხელში.

image






5. 1990 vs 2019

პრინცესა დიანა 1990 წელს ლონდონში ბალზე იდეალური ლურჯი კაბით გამოჩნდა. სასექსის ჰერცოგინიამაც მსგავსი კაბის ტარება გადაწყვიტა Cirque Du Soleil-ის ღონისძიებაზე Royal Albert-ის სასახლეში.

imageimage






6. 1995 vs 2016

პრინცესა დიანამ და ქეით მიდლტონმა დაამტკიცეს, რომ იდეალურად მომდგარი კოსტუმი სულაც არ არის მოსაწყენი. ფოტოზე დიანა V-E Day-ის ცერემონიაზე იმყოფება, ქეითი კი თავის პირველ ინდივიდუალურ მოგზაურობაზე ჰოლანდიაში.

image






7. 1982 vs 2020

მეგან მარკლმა პრინცესა დიანას მწვანე ლუქი გაიმეორა საზოგადოების წინაშე სამეფო წევრის ტიტულით ბოლო გამოჩენის დღეს, ვესტმინსტერის სააბატოში. პრინცესა დიანას კი ასე ჩვეულებრივ დღეს ეცვა, როცა ჰარიზე იყო ორსულად.

image






8. 1986 vs 2018

პრინცესა დიანამ და ქეით მიდლტონმა გვაჩვენეს, რომ მკვეთრი ფერების არ უნდა გვრცხვენოდეს. პრინცესა დიანას მუქი ვარდისფერი მოსასახამი ვენაში ვიზიტის დროს ეცვა, კემბრიჯის ჰერცოგინიას ფოტო კი Coventry-ის ეკლესიაში სტუმრობისასაა გადაღებული.

image






9. 1997 vs 2018

პრინცესა დიანამ სწორად აირჩია თამამი წითელი ფერის კაბა გალას ვახშმისთვის ვაშინგტონში. მეგან მარკლიმ კი ამ ფერით ტონგაში ჩასვლა და ჰარისთან ერთად 2018 წლის ოკეანიის ტური აღნიშნა.

imageimage






10. 1985 vs 2019

ფოტოზე ხედავთ ორ გრძელ, თეთრ კაბას სხვადასხვა ღონისძიებებისთვის: პრინცესა დიანამ ამ კაბით ხაზი გაუსვა სამეფო ტიტულს ვაშინგტონში მიღებაზე, ქეითი კი ამ კაბით ფილმის პრემიერაზე წარსდგა ლონდონში.

image






11. 1985 vs 2018

სამეფო ოჯახის წევრის ტიტულით საზოგადოებაში პირველად გამოჩენისთვის. 2018 წლის სამეფო ესკორტისთვის მეგანმა პრინცესა დიანას შთაგონებით შექმნილი სამოსი შეარჩია და არც შემცდარა.

image






12. 1983 vs 2017

პრინცესა დიანას უყვარდა კოპლები და მკვეთრი ფერები. ეს ვარდისფერი კაბა მას ავსტრალიაში ყოფნისას ეცვა 1983 წელს. ქეით მიდლტონმაც სწორი არჩევანი გააკეთა, როცა 2017 წლის Trooping the Colour-ის ღონისძიებაზე ვარდისფერი ლუქი აირჩია.

imageimage






13. 1982 vs 2019

პრინცესა დიანას ელეგანტური მწვანე მოსასხამი 1982 წელს, ბრისტოლში ვიზიტისას ეცვა, როცა პრინც უილიამზე იყო ორსულად. მეგანმაც ორსულობისას მსგავსი სამოსი ჩაიცვა Commonwealth Day Youth Event-ზე 2019 წელს.

imageimage






14. 1983 vs 2019

ქეითს საუკეთესო ლუქი უნდა აერჩია BAFTAs -ს 2019 წლის ღონისძიებისთვის, ამიტომაც ინსპირაციად ისევ და ისევ პრინცესა დიანას კაბა გამოიყენა, რომელიც მას "ჯეიმს ბონდის" პრემიერაზე ეცვა 1983 წელს. როგორც ჩანს, პრინცესას მსგავსი კაბების ჩაცმა ყოველთვის უსაფრთხო არჩევანია.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. იცოდით, რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ მაჯის საათს?

image


2. როგორ შეიცვალნენ სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 10 წლის განმავლობაში და რას საქმიანობენ დღეს

image


3. როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო

image


4. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები, როცა წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ

image


5. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ

image

1
877
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
877
  
2020, 3 აპრილი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1