x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოთი უკმაყოფილო ვინაა, თუ არა ქართველი? -თათა მურაჩაშვილი
image


ახალგაზრდა ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"საქართველოთი უკმაყოფილო ვინაა, თუ არა ქართველი?)
მსოფლიო ავალაპარაკეთ და მაინც უკმაყოფილოები როგორ ხართ ზოგიერთები მაშინ როცა:



*ვირუსზე ანალიზს აშშ -სა და მსოფლიოს დანარჩენ წამყვან ქვეყნებში 24 საათში აკეთებენ, ჩვენთან 6 საათში უკვე პასუხებია,



*კარანტინს ქვეყნის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები ეთმობა, სრულ კომფორტში ხართ, არც კვება გაკლიათ, არც სასმელი, არც ყურადღება, არც სითბო, არც ინტერნეტი.


*ვისაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არ გაკმაყოფილებთ მკურნალობთ სანატორიუმებში,


*კარანტინში ყოფნის დროს, არავინ ვალდებული არაა შენი დაბადების დღე ახსოვდეს, მოულოდნელად გიკაკუნებენ, აღებ კარს და ტორტით ხელში უსაფრთხოების თანამშრომელი გხვდება,


*ინიშნება სპეცრეისები, რათა წლებით წასულები როგორმე საქართველოში დაგაბრუნონ და იმ უბედურებაც აცდეთ რაც ევროპის ქვეყნებში, ამერიკასა და ჩინეთში ხდება.


*თქვენზე ზრუნვაში ათენებენ ექიმები, სტაჟიორი ექთნები, რომელთა ხელფასიც კაპიკებია იმის ფონზე, რამდენსაც შრომობენ. ფეხზე დგას მედია, სამინისტროები, პოლიცია, მთელი მინისტრთა კაბინეტი, კლინიკების დაცვიდან დაწყებული დირექტორებით დამთავრებული,


* სოციალურად დაუცველებს ან მრავალშვილიანებს ერთჯერადად 1000 ლარის საჭირო ნივთებით ეხმარებიან.



* საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭმელი სახელმწიფოს ბინაზე მიაქვს,



* პანსიონატებში მყოფი მოხუცებისთვისაც განკუთვნილი საჭმელი სახლში მიაქვთ,


*2020 წელს აკადემიურ წლად აცხადებენ, სხვათაშორის ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ.



სახელმწიფო მხოლოდ იმას გთხოვთ სახლიდან გარეთ ნუ გამოხვალთ თუ აუცილებელი საქმე არ გაქვთო.


ამ ყველაფრის ფონზე, შენ რას აკეთებ?

ჩამოდიხარ დაინფიცირებული, სიცხის დამწევს სვამ აეროპორტში, მოდიხარ და დებილ თავს უფლებას აძლევ წახვიდე სალონში, რესტორანში, ადიხარ ტრანსპორტში, ნახულობ ოჯახის წევრებს, ახლობლებს. მიდის ხვევნა-კოცნა და რაც გიწერია ის გადაგხდებას ძახილი.


ბოლოს როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია რეკავ რომ მოგხედონ, თურმე ცუდად ხარ, მაგრამ კარანტინში წასვლა არ გაწყობს , ისე როგორმე უნდა მოგარჩინონ.


არადა ზოგიერთი ზაფხულშიც ვერ ისვენებთ ისეთ სასტუმროებში, როგორებიც კარანტინისთვისაა გამოყოფილი.


მეტი რაღა ქნას სახელმწიფომ, დაჯარიმებაზე ტანსაცმლიანად გაგიჟდით, დღეს მარნეულში პოლიციამ ცხრაჯერ გააფრთხილა ხალხი თავშეყრას მოერიდეთო და ეზოში გაშლილი სუფრების დაშლა არ აპატიოთ , სხვა ქვეყნებს გადახედეთ პოლიცია მოსახლეობას ცხრაჯერ აფრთხილებს?



ამ ყველაფრის ფონზე უფრო უარესებიც გამოხტნენ, - პოლიტიკოსები, თან ისეთები, რომლებსაც ხალხი კი არა სახლში ვერ ცნობენ თავისიანები როგორ გაბედეს და თავდაცვის ძალებმა გადაკეტეს ბოლნისის და მარნეულის გზებიო , არა ბიჭოს, გამოგვეშვა ის ხალხი და ზოგი წასულიყო ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ზესტაფონში, თელავში და ასე შემდეგ ხო? ნწნწ, როგორ ვერ მოვიფიქრეთ .


შეგნება სად თვითიზოლაციაში გაქვთ?"-წერს მურაჩაშვილი

image

0
269
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0