x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102407
  • ვიდეო:347171
  • სურათი:466285
სერვისები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ
image


ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში კომპანიების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რამაც როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს დამატებითი საჭიროებები შეუქმნა.


მოქალაქეების დიდი ნაწილი მზად არ იყო, რომ კომპანიის მართვა, ფინანსური ოპერაციების შესრულება, თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარება, დოკუმენტების შედგენა თუ თარგმნა დისტანციურად მოუწევდათ. ეს მზადყოფნა რიგ შემთხვევებში სერვისების ხელმისაწვდომობაში, ხოლო რიგ შემთხვევებში, ტექნიკასთან დაკავშირებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.


დღეს, გვიწევს, არსებულ რეალობას მოვერგოთ და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. იმისათვის რომ დაკისრებულ მოვალეობები ონლაინ რეჟიმში სრულყოფილად შევასრულოთ, უნდა გვახსოვდეს 3 სერვისის არსებობის შესახებ, რომელიც შესაძლოა, სახლიდან მუშაობაში სწორედ კრიტიკულად მნიშვნელოვან სიტუაციაში დაგვეხმაროს:


translate.ge



image


ბევრი ჩვენგანის საქმიანობა დოკუმენტების უცხოურ ენაზე შედგენას ან პირიქით, თარგმნას საჭიროებს. კომპეტენტური და სანდო თარჯიმნის მოძიება კი თვითიზოლაციის პირობებში რთულია.


translate.ge-ის მეშვეობით კი, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე პროფესიონალი თარჯიმნის დახმარებით ნებისმიერი სირთულის დოკუმენტი ვთარგმნოთ. ჩვენი ჩართულობა მხოლოდ მისი ვებ-გვერდზე ატვირთვაში გამოიხატება.


ჩამოთვლილ ენებს მალე გერმანული, ესპანური და იტალიური ენები დაემატება, რადგან როგორც ვებ-გვერდის ადმინისტრაცია განმარტავს, მომსახურებაზე მოთხოვნა შესამჩნევად გაზრდილია.


პროფესიული თარჯიმანი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და ანგარიშსწორებაც დისტანციურად, ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.


Biblusi.ge-ის უფასო მიტანის სერვისი


image


ბევრ ჩვენგანს სამუშაო პროცესი საკანცელარიო ნივთების ან პროფესიული ლიტერატურის გარეშე ვერ წარმოუდგენია. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა, აღნიშნული ნივთების მხოლოდ ონლაინ შეძენა შეგვიძლია.


ზედმეტი დანახარჯებს კი წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ვებ-გვერდზე შეკვეთის გაკეთება აგვარიდებს თავიდან, რადგან კომპანიამ მარტის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი აამოქმედა.


EBG.ge-სა და Hotsale.ge-ის ტექნიკის ონლაინ მაღაზია


image


კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა მუშაობის პროცესის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში, წვრილი თუ მსხვილი ტექნიკის ონლაინ შეძენა ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე EBG.ge-სა და Hotsale.ge-ზე შეგვიძლია, სადაც მაღაზიათა ქსელ „ალტას“ სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.


ნებისმიერ შეკვეთილ ნივთს კურიერი სახლში მოგვიტანს და შევძლებთ, სამუშაო პროცესს სწრაფად დავუბრუნდეთ.



0
394
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0