x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: ვხედავ ორი სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებას

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 39)
2009 წელი, 29 იანვარი
ვხედავ კითხვას: ოპოზიცია ერთიანდება? ყველა ლაპარაკობს გაერთიანებაზე, მაგრამ ვერ ერთიანდებიან. ერთნი ხელს აწერენ, მეორენი არ აწერენ, მესამე რაღაცას იმიზეზებს და ა.შ. ვხედავ, მათ შორის დიდი უთანხმოებაა, რომელიც მომავალში უფრო გაღვივდება. გაერთიანების მაგივრად შორდებიან, სახალხოდ ლანძღავენ ერთმანეთს. ასეთი პოლიტიკური ნაბიჯების, ასეთი ქმედებების შემყურე ხალხი საბოლოოდ კარგავს იმედს. დასანანი ის არის, რომ ვხედავ, ოპოზიციაში ნამდვილად არიან ჭკვიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ არეულ, დაულაგებელ ურთიერთობებში ჩაიძირნენ. ვხედავ, დღეს მათ მცდელობებს აზრი არ აქვს. ამაზეა ნათქვამი: არა შეჯდა მწყერი ხესაო. შეხედეთ, რამდენ მწყერს სურს ხეზე ჯდომა?! მაგრამ იცოდეთ, რომ ვერ შესხდებით.
მომავალში, ვხედავ, ოპოზიციაც გაიცრება, საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს.
ვხედავ ორი სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებას. ისინი არ ჰგვანან სხვებს, ამას ხალხიც შეამჩნევს. ვიტყვი, რომ ეს ნამდვილი ოპოზიციაა, ეს ძალიან სერიოზული ჯგუფია. ისინი არ იღვწიან გაერთიანებისთვის, პირიქით, მთელი ძალების კონცენტრაციას ახდენენ საკუთარ გუნდებში და მართლა საქმეს აკეთებენ. იმას კი არ ცდილობენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოყარონ, არამედ მთავრობას უმკლავდებიან კანონის ძალით უმაღლეს დონეზე. მთავარი კი ის არის, რომ ეს ანგარიშგასაწევი ოპოზიციური პარტიაა. ასე გამოჩნდება და მთავრობაც იფიქრებს, რომ ეს არის ძლიერი ოპოზიციური ჯგუფი, რომელმაც, შესაძლებელია, ინფორმაციული ომი მოუგოს მათ. ეს ასეცაა.
ვხედავ, ეს ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის — იქნება მართლა დემოკრატიული ბრძოლა, ვინაიდან ისინი ჭკვიანები და გონიერები არიან, ადვილად არ წამოეგებიან ავანტიურებს, პოლიტიკური თამაში მათთვის უცხო არ არის, პირიქით, უმაღლეს დონეზე იციან და ესმით, როგორი პოლიტიკა უნდა ითამაშონ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ჩარჩოში.
ლელა კაკულია: ახალი ძალებით ივსება ქართული პოლიტიკა და ეს გადაარჩენს საქართველოს!
დიახ, ეს არის ნამდვილი, ჯანსაღი, ერთიანი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც, ვხედავ, ვერავინ დაშლის. ამ გუნდს ყველა იხილავთ, ესე იგი, ახლოსაა ასრულება წინასწარმეტყველებისა: „მოდიან მეცნიერები!“
დიახ, დიდი, მოულოდნელი ცვლილებები იქნება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის საქართველოს გადარჩენა.
ნუ გეშინიათ მომავლისა, ქართველებო, ვინაიდან შეუძლებელია, წინასწარმეტყველება არ ასრულდეს! ხომ ხედავთ, როგორი სიზუსტით სრულდება თითოეული სიტყვა. წინასწარმეტყველება კი გეუბნებათ, რომ საქართველო გაბრწყინდება, საქართველო გადარჩება. მთავარი აქ უფლის სიტყვებია:
„საქართველოს მტრებს მოვუვლენ დიდ გასაჭირს; გასაჭირს საკუთარ სახლში!“
ვხედავ ასჯერ დანახულს: საქართველო იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ამას ვერავინ გადააკეთებს, ყველაფერი ასრულდება ბოლომდე. ამინ!
ვხედავ, აფსუები იბრძვიან რუსული ჯარის წინააღმდეგ. ყველაფერი ნათელია, აფსუები დღეს კარგად ხვდებიან, რომ რუსეთი მათ გადაშენების გზისკენ უბიძგებს, რომ ისინი არ არიან აფსუების „დიდი ძმები“.
მოკლედ, რუსეთის გეგმები ყველასათვის ნათელია. აფხაზეთი მალე სოჭს დაემსგავსება და აფსუები სანთლით უნდა ეძებო. ეს ყოველივე1992-1993 წლებში ორი სიტყვით ვიწინასწარმეტყველე: „აფსუები ამოიძირკვებიან!“ მათ აფხაზეთში საერთოდ ვეღარ ვხედავდი. დღეს ეს ყოველივე სრულდება.
დიახ, აფხაზეთი საქართველოა, როგორც სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, კახეთი, ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი… დიახ, აფხაზეთში აფსუები ცხოვრობდნენ ქართველებთან ერთად და აფსუა არ არის აფხაზი – აფსუა აფსუაა!
ვხედავ, საქართველოს ისტორიას მიხედვა უნდა და კარგადაც მიხედავენ.
ვხედავ, რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავის ბაზებს ვერ განალაგებს; იწყებენ, მაგრამ ვერ გააკეთებენ. ვხედავ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მხოლოდ ქართული ბაზებია განლაგებული. ამერიკა არ აპირებს, რაიმე დაუთმოს რუსებს.
რუსები ცეცხლოვან წრეში მოექცევიან. აფხაზეთში იწყება აფსუების პარტიზანული ომები რუსის ჯარის წინააღმდეგ. რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ყველა დაუპირისპირდება, განსაკუთრებით დაიძაბება შიდა პოლიტიკა — უკიდურესად დაიძაბება. მთავარი: პრეზიდენტი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მოთხრის პრემიერ-მინისტრს. ვხედავ, დიდი დაპირისპირებები იქნება. სრულდება წინასწარმეტყველებები: „მედვედი“ თათს მოიქნევს, ორთავიან არწივს ერთი თავი მოძვრება და იმსხვრევა.
ვხედავ, ეს პროცესები, ანუ დიდი განხეთქილებები უკვე დაიწყო რუსეთის მთავრობაში. რუსეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს გადააბრალებს ყველაფერს და იწყებს ახალი პოლიტიკის თამაშს, რათა მოხსნას ის დიდი დაძაბულობა ევროპა-ამერიკასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის გამო შეიქმნა. ვხედავ, ძალიან რთული პერიოდები ელის პრემიერ-მინისტრს. ასეთია ბუნების კანონი: ადამიანებში ვიღაც უნდა დასაჯო, რომ სიმშვიდემ დაისადგუროს; ვიღაცას უნდა გადააბრალო ყველაფერი, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწორო და თან დაამატო, რომ ეს პრეზიდენტს კი არ მოუმოქმედებია, არამედ საძულველ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც „დიდი რუსეთი“ კრახამდე მიიყვანა, გაანადგურა ლამის. ჰოდა, არის ერთი გადაბრალებები, დიდი ბრძოლები, მაგრამ პუტინი წააგებს. იგი არავის სჭირდება, მისი პოლიტიკა მიუღებელია. სიმართლე კი ის არის, რომ რაც საქართველოს ბრძოლა დაუწყო და ომი გამოუცხადა, აი მას შემდეგ წავიდა მისი საქმეები უბედურებისკენ, დაეწყო დიდი გაუმართლებლობები, რომლებიც ბოლომდე მოთხრის ამ პიროვნებას.
ჩვენი წინასწარმეტყველებები ყოველთვის აფრთხილებდა და აფრთხილებს რუსეთს. ეს კი სახუმარო თემა არ არის. ფრთხილად! ფრთხილად!
წინასწარმეტყველება – ეს არის ადამიანისთვის თავის გადარჩენის, სწორი ნაბიჯების გადადგმის შანსი, ასევე გაფრთხილება. და თუ ჭკვიანურად აღიქვამ კოსმოსის ამ უდიდეს ენერგიას, საკუთარ თავსაც არგებ და ხალხსაც. კოსმოსთან ბრძოლას არავის ვურჩევთ, განსაკუთრებით, მასთან პაექრობასა და ქილიკს. რეზულტატებს უკვე იმკით ისე, როგორც ნათქვამია ბრძენთაგან: „ნუ უთხრი სამარეს სხვას, თორემ თვითონ აღმოჩნდები შიგ!“ ასე რომ, თქვენივე ამოთხრილ ორმოში ჩაიმარხებით.
ბოროტება უნდა განდევნოთ, თორემ იგი ბოლომდე გაგანადგურებთ. ასე მოსდით აფსუებს – იმდენად სძულთ საქართველო და ქართველები, რომ მზად არიან გადაშენდნენ. ნიანგის ხახაში რომ სხედან, კარგად იციან, მაგრამ… ასე სურთ, ჰოდა, გადაშენდებიან. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და გამოვაქვეყნე კიდეც.
ვხედავ, უფლის საცერი ისევ იცრება და ამას ვერავინ გაექცევა. დიდი ცვლილებებია ირგვლივ.
ვხედავ რუსეთის საომარ ავანტიურას საქართველოსთან, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
ქართველებო, ნუ შეშინდებით! გქონდეთ მომავლის იმედი, რომელიც რეალურია – გაბრწყინებული საქართველო გელოდებათ. ნუ აჰყვებით შადიმანების შეთითხნილ ზღაპრებს. კიდევ ბევრს აეხდება ნიღაბი და უფრო კარგად დაინახავთ, ვინ ვინ არის.
არსებობს დალოცვა: იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! ამ სიტყვებს დიდი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს, ჩემო საყვარელო საქართველოვ, და მინდა დავლოცო ყოველი თქვენგანი, გისურვოთ, რომ იმედი არ მოგიშალოთ უფალმა, განსაკუთრებით, მომავლის იმედი!
დიახ, ვიმეორებ: ქართველები ვიყავით, ვართ და ვიქნებით. მსოფლიოში ძალიან, ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება, თითქოს ყველაფერი თავიდან იბადება – ეს სახელმწიფოებია თუ ადამიანები.
ომები! ვხედავ, იქნება დიდი ომები, ბევრი დაიღუპება ამ ბრძოლებში, მუსლიმები ძალიან ცოტანი დარჩებიან. ვხედავ, ერთ დროს დიდი ერი განადგურდება. ბევრი მიიღებს ქრისტიანობას.
თითქოს, რაც ახლა ვიწინასწარმეტყველე, ზღაპარს ჰგავს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ასი პროცენტით ასრულდება. მუსლიმები, რომლებიც ერთიანდებიან, თითქმის განადგურდებიან, ხოლო ის მუსლიმური ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ პოლიტიკას გაატარებენ, გადარჩებიან. ეს ყოველივე გარდაუვალია.
ომი იქნება ყოველგვარი ომის კანონის გარეშე. არავინ დაიცავს წესებს. ძლიერია ის, რა თქმა უნდა, ვისაც მეტი გამანადგურებელი იარაღი აქვს, ვისაც პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. და ეს ამერიკაა – ნატოს ჯარები!!!
ამერიკას, ვხედავ, სამხედრო ხაზით განვითარება და შეიარაღება არასდროს შეუწყვეტია, არასდროს!!! მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ვხედავ, ისინი ზუსტ, წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ კოსმოსიდან, მტერს ხელსაც კი არ გაანძრევინებენ. ამას მთელი მსოფლიო იხილავს. ეს, შეიძლება ვთქვათ, არის სარწმუნოებრივი ომი. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: აქეთ მუსლიმები, იქით ქრისტიანები. ღმერთმა გონი მოუვლინოს მათ მეფეებს, რათა ორივე გადარჩეს, გადარჩნენ ადამიანები!
დედამიწა რჩება ისეთი, როგორიც იყო. კატაკლიზმები აქამდეც ყოველთვის ხდებოდა, ადამიანები კი ანადგურებენ ერთმანეთს, ანადგურებენ ცივილიზაციებს და მერე ყველაფერი თავიდან იწყება – ადამ და ევადან.
რაც შეეხება საქართველოს, იგივეს ვხედავ: ჩემი ქვეყანა გადარჩება! თუ რა ძალები იცავენ საქართველოს, ეს რუკაზე აღვნიშნე და გაზეთშიც გამოვაქვეყნე რამდენჯერმე. ასევე ვიწინასწარმეტყველე, როგორი ენერგიები იცავს საქართველოს დასავლეთს, ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთს. ეს, ჩემო ხალხო, ძალზე სერიოზული საკითხია, იმდენად სერიოზული, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ!!!
ვხედავდი წარსულში და ვხედავ მომავალშიც, რომ კოსმოსი არ გაწირავს ჩემს საყვარელ საქართველოს, ჩემს საყვარელ ქართველებს! თქვენ უფალს უყვარხართ, კოსმოსი გიცავთ და ბოროტება ვერ გაშლის ფრთებს ჩემს ქვეყანაში. შადიმანებს კი უფალი, ვიმეორებ ასჯერ დანახულს, ისეთ ჭირს მოუვლენს, რომ ქილიკის თავი აღარ ექნებათ. ისინი პოლიტიკური არენიდან ქრებიან. რაც უნდა მოიმოქმედონ, ცხოვრებაში არაფერი აუსრულდებათ. ასეა, ბოროტი ყოველთვის აგებს ყველაფერს დედამიწაზე.
მთავარი კი ის არის, რომ ქართულ პოლიტიკაში მოდიან მართლა მეცნიერი პოლიტიკოსები, რომლებსაც ესმით საკუთარი საქმე. ისინი გადაწყვეტენ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებს, რაც საქართველოს გადაარჩენს. ასეა: თოფი მეთოფეს და თოხი – მეთოხეს. საქართველოს უბედურება ისაა, რომ ყველა პოლიტიკოსი გახდა, ვისაც არ დაეზარა. პოლიტოლოგებზე აღარც ვლაპარაკობ. გეშინოდეთ კოსმოსის, თქვენი უაზრო ანალიზებით ხალხს და ქვეყანას რომ აფორიაქებთ! ასეთია პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ოთხმოცი პროცენტი. არის, რა თქმა უნდა, თითო-ოროლა ნამდვილი მცოდნე საკუთარი საქმისა, მაგრამ ვინ უგდებს მათ ყურს? ამიტომ დიდი ცვლილებები იქნება ქართულ პოლიტიკაში და ვიმეორებ, ეს გადაარჩენს საქართველოს. ამინ!!!
ხალხი ბრძენია და უკვე კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს. ასე ადვილად ვეღარ მოატყუებთ მათ. საშინელი ქაოსია.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს წინასწარმეტყველებებს ყველა იპარავს. მე მათ სახელებს აუცილებლად დავაფიქსირებ წიგნში, რომელიც მალე გამოვა. ეს თქვენც გაგაოცებთ, თუმცა ბევრი ხვდება, ვინც არიან ისინი. სასაცილოა! მე ხომ კარგად ვიცნობ მათ. მაინც არ შეარგებთ უფალი, არაფერი გამოუვათ. ეს ვიცი ასი პროცენტით.
რაც შეეხება მეფეს: 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ ბაგრატოვანთა გამეფება საქართველოში დროებითი საკითხია და ესეც ზუსტად ასრულდება. ნახავთ, რამდენი მოწინააღმდეგე გამოჩნდება. რატომო, იკითხავთ. იმიტომ, რომ ყველას უნდა, პირველი იყოს. მთლად მართალი თუ გინდათ, ხალხი ამაზე არც ფიქრობს; მათ უფრო აშინებს მეფე, ვიდრე მიესალმებიან. საერთოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მშიერ ხალხს მეფე არ სჭირდება, არც ის აინტერესებთ, თუ რა დატვირთვა ექნება მეფეს და რას მოუტანს იგი საქართველოს. ხალხი მხოლოდ უარყოფითს ფიქრობს.
მოკლედ, დიდი ქაოსია, მიდის ამ თემაზე დისკუსიები, გარჩევები, რითაც საზოგადოების რისხვას გამოიწვევენ პოლიტიკოსებიცა და ანალიტიკოსებიც. მე მესმის და ვხედავ, როგორ უჭირს ხალხს და მეფე, რა თქმა უნდა, მათთვის აქტუალური თემა არაა. პოლიტიკოსებს, კიდევ კარგი, სალაპარაკო მიეცათ ამ თემით, თორემ დღეს რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში (ასევე რუსეთთან ურთიერთობაშიც), იმაზე ანალიზს არავინ აკეთებს. არ კი არა, ვხედავ, ვერ აკეთებენ და ვერც გააკეთებენ.
სიმართლე არ უყვარს ადამიანს, სიმართლეს ლამაზი ტყული ურჩევნია და როცა ყველაფერს დაკარგავს, მერე გვიანია სიმართლის ძებნა.
ჩვენს გაზეთსა და წინასწარმეტყველებებს ყველა ებრძვის, ყველა! განსაკუთრებით, ვითომ პოლიტიკოს-პოლიტოლოგები. მაგრამ იცოდეთ, რომ უფლის სიტყვებთან ბრძოლას არ გირჩევთ. არ არსებობს, ვინმემ გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში!
რაც ვიწინასწარმეტყველეთ პარტიებზე, ყველას უსრულდება და მინდა გითხრათ, შადიმანებო: თქვენ დაიშლებით, გაზეთებიც დაიხურება, უფლის სიტყვა კი დარჩება! ეს ასეა ასი პროცენტით.
უფლის საცერი კი იცრება და ბევრი შადიმანი გაიცრება და მოშორდება ქართველ ხალხს. ვხედავ და ვიცი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, ხალხს (და ეს დიდი მასაა) უყვარს და აფასებს ქართველი წინასწარმეტყველის – ლელა კაკულიას ინფორმაციებს — ერთადერთს, სადაც სიმართლე წერია. თქვენი ყველა ცდა ჩაძირულია – თვითონ ჩაიძირებით. როგორც შუბს ვერ დამალავთ ჩოხის ქვეშ, ისე სიმართლეს!
2009 წელი, 10 თებერვალი
რუსეთის გეგმაა, პირდაპირ დაარტყას თბილისს. მაგრამ ვხედავ, რომ ვერ ახერხებენ. სანამ ევროპა და ამერიკა ხმამაღლა მსჯელობენ რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობაზე, სანამ ეს ხმაური არ შეწყდება, განსაკუთრებით ევროსაბჭოში, მანამ რუსეთი ბლოკირებულია. თანაც, რა გარანტია აქვს რუსეთს, რომ ამ ომში ჩრდილოეთ კავკასიაც არ ჩაერთვება? კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთაც კრემლი ვერ წყვეტს. მთავარი კი ის არის, რომ ევროპა-ამერიკა მათ არ აპატიებს. აქ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წინა პლანზეა წამოწეული, ეს არის, ბოლოს და ბოლოს, ევროსაბჭოს პრესტიჟი. ყველა ჩიხშია მომწყვდეული.
რუსეთსა და ევროპას მთელი მსოფლიო უყურებს. რუსეთმა გაზი შეგნებულად შეუწყვიტა, როგორც ადრე აღვნიშნე, ევროპას. ეს სიგნალია ევროპისთვის, რომელიც ამცნობს მათ, რომ რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს, თუ რუსეთს ყელში ხელი არ წაუჭირეს და არ დაანახეს, რომ ევროპა არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს მსოფლიო ქვეყნებს, რომ ეს დიდი ძალაა, რომელსაც რუსეთი უნდა დაემორჩილოს. დღეს კი პოლიტიკურ დებატებს წელავენ, იქამდე, სანამ სადღაც არ გაწყდება. ვხედავ, რუსეთი წააგებს.
რუსეთი განსაკუთრებით აქტიურობს იმისთვის, რომ დაყოს საქართველო და ურჯულოებს ძირძველ ქართულ მიწაზე გაუმყაროს ბაზა. აქ ორი საკითხია: ა) რუსებს ნამდვილად აინტერესებთ აფხაზეთი სამხედრო თვალსაზრისით; ბ) კრემლს სურს ამერიკას მოუგოს ისე, როგორც ამერიკამ მოუგო რუსეთს კოსოვოს საკითხში, ანუ ძალა აჩვენოს, რომ რუსები ძლიერები ვართო. არადა, მართალია, რუსეთი თავის დღევანდელ მდგომარეობას ვარდისფერებში აპიარებს დღე და ღამე, მაგრამ სინამდვილეში ინგრევა ისე, როგორც საბჭოთა კავშირი.
ადრეც ვთქვი პარტიზანულ მოძრაობებზე და დღესაც ვხედავ, რომ ისინი ძალიან გააქტიურდებიან, ანუ საშინლად გააქტიურდებიან. ჩრდილოეთ კავკასია დიდ სარწმუნოებრივ ომს იწყებს. ისინი ნამდვილად მზად არიან და რუსებს არ აპატიებენ აფსუებისა და ოსების რესპუბლიკად აღიარებას. მათ ასევე შეუერთდებათ ბევრი ქვეყანა.
რუსეთს დიდი პრობლემები უჩნდება შუა აზიის ქვეყნებთანაც, რაც კრემლს ძალიან არ აწყობდა, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესებია. ვხედავ, რუსეთი შუა აზიაშიც ომს იწყებს – შეყრის ჯარისკაცებს, რომელნიც უკან გამორბიან.
არანაირი პირობები არ არსებობს რუსულ ჯარში, რუსული მთავრობის მხრიდან ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. შეაიარაღებული ჯარი – ამას ცოტა დიდი დრო სჭირდება, მით უმეტეს, რომ ვხედავ, რუსეთი გაკოტრებულია.
ძალიან აირევიან შუა აზია და ჩრდილოეთ კავკასია. ფრთხილად!!! ფრთხილად!!!
ასეთ რთულ ვითარებაში საქართველო თითქოს ხელშეუხებელია. ბევრი რამ ასცდება ჩემს ქვეყანას, რუსეთს კი „ესენგეს“ ქვეყნები დაუპირისპირდებიან. არავინ, არცერთი ქვეყანა არ ცნობს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ დამოუკიდებელ ქვეყნებად. პირიქით, ეს ტერიტორია საქართველოაო, ასე ფიქრობს მსოფლიო. რუსეთი მწარე რეალობის პირისპირ დგება: მათ არავინ აჰყვება, არც არავინ დაუთმობს, ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც ვითომ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.
ვხედავ, სამაჩაბლოდან ოსები გარბიან, დიახ, გარბიან, იმიტომ რომ ვითარება ძალიან დაიძაბება, თვითონ რუსებიდან გამომდინარე. შიდა არეულობები, ერთმანეთზე მიყოლებული ტერორები, პარტიზანული ჯგუფები, ჩეჩნები, ინგუშები და სხვები, რუსებს შავ დღეს დააწევენ. საქართველო არაფერ შუაშია, ოსი ბოევიკები პარტიზანებთან ბრძოლების გამო მცირდებიან.
სჯობს საკუთარი სამშობლო დაიცვან ოსებმა. ეს დღეც ახლოსაა: ოსებისა და ინგუშების შეტაკება გარდაუვალია (1993 წლის წინასწარმეტყველება, როცა დავინახე ოსთა და ინგუშთა ომი). კრემლი ჩრდილოეთ კავკასიის ომს ვერ შეაჩერებს!
თვითონ რუსეთი შიგნიდან გამალებული ტემპით იშლება, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა. დიახ, რუსეთი ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლებს. ტყუილად ეძებენ რუსები წინასწარმეტყველებს, რომლებიც რუსეთს თურმე ზესახელმწიფოდ ხედავენ. ხან ვანგა, ხან ფრანგი ალბერი, ხან „ტაიგელი ვანგა“, ვინ აღარ ამოთხარეს წარსულიდან, მაგრამ ეს ასე არ არის.
ყელზე ადგას რუსეთს ქართველი წინასწარმეტყველის – ლელა კაკულიას პოლიტიკური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ასი პროცენტით სრულდება და არ იციან, როგორ შეგვეწინააღმდეგოს, როგორ გააბათილოს ჩვენი წინასწარმეტყველებები.
ქართულ გაზეთში თუ მომიხსენიებენ აგდებით, ეს მოსყიდული პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ქილიკობს ჩვენს წინასწარმეტყველებებზე. ინტერნეტ-ფორუმზეც არ მაკლებენ ხელს. შადიმანების მეტი რა გვყავს ქართველებს? მაგრამ მე მათ სიამოვნებას არ მივანიჭებ, კვლავაც ვიტყვი სიმართლეს, დღეს და ღამეს გავასწორებ, ვიწინასწარმეტყველებ მხოლოდ იმ სიმართლეს, რომელსაც უფალი მეუბნება და მანახებს. მცდელობიდან, რომ შეკვეთილი ქილიკით გააბათილონ ხედვები, წინასწარმეტყველებები, არაფერი გამოუვათ!
მინდა აღვნიშნო ასჯერ ნათქვამი: კვლავ დიდი მონდომებით იპარავენ ჩვენს წინასწარმეტყველებებს და წიგნებსაც კი გამოსცემენ უკვე. ხალხი ამას ხვდება. მინდა გითხრათ, ვაი-მწერლებო, რომ არაფერი გამოგივათ! უბრალოდ, პატივი ეცით თქვენს მდგომარეობას. თუმცა ყველაფერს ხალხი განსჯის. როგორც უნდა გადააკეთოთ წინასწარმეტყველება, ისტორია ცრუდ შეგრაცხავთ და ვერც უფალთან მოხვდებით. ამის გარანტიას გაძლევთ კოსმოსი, ვხედავ (ამას ვწერ ჩემი ქართველებისთვის, რომ სიმართლე იცოდნენ).
რაც მთავარია, მე ამ ვაი-მწერლებს კარგად ვიცნობ, ჩემი გაზეთები და წიგნები საკუთარი ხელით მაქვს ნაჩუქარი მათთვის, მაგრამ ისინი, ვიცი, ცარიელნი წავლენ ამ ქვეყნიდან.
წინასწარმეტყველებას ვერაფერს მოუხერხებთ. ის სიმართლეს ყველა საუკუნეში იტყვის და ტყუილად ირჯებით, გიმეორებთ, ტყუილად! თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მიაღწევთ რამეს, კიდევ გეტყვით, რომ ეს ტყუილია, ვერაფერსაც ვერ მოიგებთ. მოპარული წინასწარმეტყველებები დაგწვავთ!
ასეა, მთელი ცხოვრება ვიბრძვი, რათა დავიცვა უფლის სიტყვები და ვიბრძოლებ ბოლომდე. თუმცა, მათ პასუხს უფალი გასცემს.
მინდა ვუთხრა შადიმანებს, რომ მათი ბოროტება, მათი ქილიკი, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. ტყუილად ირჯებით, ვერ შეგვაჩერებთ! მთავარი ჩვენი ინფორმაციებია. ეს არის თითოეული ადამიანის გადარჩენა, რწმენა, იმედი იმ მომავლისა, რომელიც ასი პროცენტით დადგება. ენერგიის ამ უზარმაზარ ოკეანეს ვერ დააშრობთ. ეს ასეა ასი პროცენტით. არც ის მანაღვლებს, როგორ გაიგებთ და როგორ მიიღებთ სიმართლეს, რადგან პასუხს თავად უფალი მოგცემთ.
ვხედავ, ჩემი საყვარელი ქვეყანა მალე გამოვა კრიზისიდან, ყველაფერი შეიცვლება ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
ვხედავ, მთელი კავკასია, როგორც ადრე დავინახე, ერთ მუშტად შეიკვრება და რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ევროპა-ამერიკის მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ და პატარა კავკასიური ქვეყნების გადაწყვეტილება – საქართველოსთან დგომა, მათ გადაარჩენს გადაშენებისგან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთს გვერდში არავინ ამოუდგება, ვითომ მეგობარი ქვეყნებიც ზურგს შეაქცევენ. რუსები ამ თემაზე – ღალატზე, ბევრს ილაპარაკებენ.
2009 წელი, 14 თებერვალი
ვხედავ, ოპოზიცია თითქოს სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ქმნიან ახალს, რათა ხალხის ყურადღება მიიქციონ, ძლიერი ტალღა ააგორონ ისევ; ერთიანდებიან, ახალ კოალიციებს ქმნიან, მაგრამ მაინც იშლებიან. მათი მცდელობა ფუჭია, ვინაიდან ხალხს მათი არ სჯერა, ხალხი მათ არ გაჰყვება. ეს ფაქტია, რომელიც ასრულდება. ასეა, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობს.
მოდის გაზაფხული, მაგრამ არაფერი მოხდება, ვინაიდან ყველა ფიქრობს, რომ სხვები გააკეთებენ ყველაფერს, ჩვენ კი ვუყუროთ, რა მოხდებაო. და ამას ფიქრობს მთელი საქართველო. მოკლედ, შავი ნისლია ჩამოწოლილი და ნისლი ჯერ არ გადავა, ტყუილად ირჯებით. ეს თქვენ, ოპოზიციამაც კარგად იცით, ეს მთავრობა ხომ თქვენ მოიყვანეთ! ვხედავ, ხალხი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ნამდვილი წინამძღოლი არავინაა, ადგილების გადანაცვლებით კი ჯამი არ იცვლება, ეს ხომ ყველასთვის ცნობილია.
მოკლედ, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება, დღევანდელი ოპოზიციის მცდელობები კი შედეგს არ მოიტანს. არც ინფორმაცია მოდის კოსმოსიდან, იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს შეცვლიან.
მხოლოდ მეცნიერთა პარტია, რომელიც ძალიან მალე შეიქმნება, მოუტანს რეალურ რეზულტატებს საქართველოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს!
ისე, ამ უმოქმედო პერიოდში კიდევ ბევრი გამოავლენს სახეს, ბევრს ჩამოეხსნება ნიღაბი. იქნება დიდი ცვლილებები. ხალხის აზრი, ვხედავ, ერთია: ჩვენს თავს თვითონ მივხედოთო. ეს კი ნიშნავს, რომ დადგა დრო ცვლილებებისა. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, მთლიანად იცვლება ოპოზიცია.
მთავარი ის არის, რომ საქართველო, ჩემი ქვეყანა, ძლიერდება, სიძლიერეს კი მოაქვს ხალხისა და ქვეყნის გადარჩენა.
მომავალში ბევრ პატარა ერებს არ მიეცემათ უფლება არსებობისა და ამას დრო გვიჩვენებს, რაც მოხდება. საქართველო კი ქართველებთან ერთად განაგრძობს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო მთელ კავკასიაში. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობაშია. რუსეთი მწარედ წააგებს, ვხედავ, არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ კავკასიაში და მთელ მსოფლიოშიც. ამას ყოველივეს ძალიან მალე ვიხილავთ.
რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი ბოღმა დაახრჩობს. რაც საქართველოსთვის მოინდომა, თავის სახელმწიფოში აუსრულდება. ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა დათმობს პოზიციებს, რადგან ევროპა და ამერიკა აიძულებს, შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დიახ, ამას ვხედავ და ასეც ასრულდება ასი პროცენტით. რუსეთი, საბოლოო ჯამში, ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი.
დროა, „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობდეს და ამ კუთხეს ნამდვილი სახელი „სამაჩაბლო“ დაუბრუნდეს. ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება და ეს გახდება განსჯის საგანი ევროპა-ამერიკისთვისაც. საქართველოს მთავრობა ოფიციალურად მოითხოვს, რომ კომუნისტების მიერ ძალად შექმნილ „სამხრეთ ოსეთს“ იურიდიულად გაუფორმდეს ნამდვილი სახელწოდება. ევროპის სასამართლოც, შეისწავლის რა საქმის ნამდვილ ვითარებას, ანუ წარმომავლობას სახელწოდებისა „სამხრეთ ოსეთი“, დაადგენს, რომ კანონიერი სახელი ქართული მიწისა არის „სამაჩაბლო“ და ისტორიულადაც ასე უნდა დარჩეს: სამაჩაბლო და არა კომუნისტების მიერ ძალად შექმნილი ვითომ ავტონომიური რესპუბლიკა ოსებისა! ამით ბოლო მოეღება დიდ ტყუილს. სამაჩაბლო არასდროს ყოფილა ოსებისა და არც იქნება, კოსმოსი ამას არ დაუშვებს! ვიმეორებ, მოდის დრო, როცა სიმართლე იზეიმებს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს თურქეთის მიმართაც (ეს ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში დავინახე და ვთქვი). სწორიც არის. ვხედავ თურქეთ-რუსეთის შეთანხმებებს, რომლებსაც ასრულება არ აწერია. ნუ გაუღებთ თურქებს ფართოდ კარს, ვინაიდან ისინი ვითომ მეგობრული ურთიერთობებით საკუთარ მზაკვრულ პოლიტიკას გაატარებენ. ამიტომ არ არის საჭირო, მათ რამე დავუთმოთ. თუმცა, ვხედავ, თურქეთზე ამერიკა იზრუნებს. ვხედავ, თურქული პოლიტიკა წააგებს საქართველოში, ისინი პოზიციებს დათმობენ, ასე ვთქვათ, გამოფხიზლდებიან. თურქებს და ასევე რუსებს ყელზე დაადგებათ ბათუმი და აფხაზეთი.
რა თქმა უნდა, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს რუსეთთან, დაწყებული ტურიზმით, დამთავრებული სხვა პოლიტიკური ზრახვებით, მაგრამ მათი ტკბილი ურთიერთობები დიდხანს არ გასტანს, საქართველოს დასუსტებას ვერ მოესწრებიან! და „მეგობარი“ თურქეთი სხვა ენაზე აჭიკჭიკდება. მე მათ ვურჩევდი, ნუ დაავიწყდებათ, ლაზეთი და ჭანეთი რომ საქართველოა და ერთ დღეს უფალი ინებებს, ეს ტერიტორიაც დაუბრუნოს საქართველოს!
მინდა გაგახსენოთ1994 წლის 1 აპრილის წინასწარმეტყველება, რომელშიც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ფართო პროგრამაა გადმოცემული. მთავარია, ქართველებმა დაამუშავონ საკუთარი მიწები. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. სხვისი არც პომიდორი, არც კიტრი, არც კარტოფილი, არც პურის ფქვილი, არც ხილი, არც ციტრუსი და არც სხვა არაფერი ქართველებს არ გვჭირდება. ჩვენი მიწები დავამუშავოთ და უფალი ხვავსა და ბარაქას არ მოგვაკლებს, ვხედავ.
ნუ მიატოვებთ სოფლებს! მოდის დრო, როცა ძალიან დაგჭირდებათ სოფელი, თუნდაც პატარა მიწა. მიხედეთ თქვენს სახლ-კარს, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ. მოიწიეთ მოსავალი, რომელიც გადაგარჩენთ.
სოფელი – ეს არის ნამდვილი საქართველო ნამდვილი ქართველებით! აქედან დაიწყება ისევ ქართული ტრადიციების აღდგენა. სოფელი თქვენი თავშესაფარია, ადამიანებო, და გადამრჩენელი ქართული სახელმწიფოსი. ამინ!
(გაგრძელება იქნება)image
0
640
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
640