x
image
დავითი ჩუთლაშვილი
თუ უეცრად გემოს და ყნოსვის შეგრძნებები დაკარგეთ, შესაძლოა კორონავირუსით იყოთ ინფიცირებული
კორონავირუსი


დიდი ბრიტანეთის წამყვანი რინოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა, ვინც უეცრად ყნოსვის შეგრძნებას კარგავს, შესაძლოა, კორონავირუსის მატარებელი იყოს, მიუხედავად სხვა სიმპტომების არარსებობისა.


სამხრეთ კორეაში, სადაც ფართო გავრცელება პოვა მოსახლეობის ტესტირებამ და დაავადების გამოვლენამ ამგვარი გზით, მსუბუქად დაავადებული პაციენტების 30 %-მა თქვა, რომ ყნოსვის შეგრძნება დაკარგა.


ბრიტანელი პროფესორები აცხადებენ, რომ ყნოსვის შეგრძნების დაკარგვასთან ერთად კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი გემოს დაკარგვაც არის.



გემოს და ყნოსვის შეგრძნებების დამკარგავი პაციენტებისთვის სხვა ისეთი აშკარა სიმპტომების არქონამ, როგორებიცაა ხველა და მაღალი სიცხე, რაც კორონავირუსზე მიუთითებს, ხელი შეუწყო დაავადების ფართო გავრცელებას მთელ პლანეტაზე.


მეცნიერები განმარტავენ, რომ დასაწყისშივე რომ მიექციათ ყურადღება პაციენტებში ყნოსვის და გემოს დაკარგვისთვის, ეპიდემიის გავრცელებას მსგავსი დრამატული მასშტაბები არ ექნებოდა.


განსაკუთრებით ეს ეხება COVID-19-ის მატარებელ ახალგაზრდებს, რომელთა ასაკი 40 წელს ქვემოთაა. ინფიცირების შემთხვევაში მათ ძალიან იშვიათად აღენიშნებათ დაავადების კლასიკური სიმპტომები.


კორონავირუსი


როგორ პროფესორმა კუმარმა “სქაი ნიუსს” განუცხადა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება გემოს და ყნოსვის შეგრძნებების გაქრობა და იშვიათად შეინიშნება მაღალი სიცხე და ხველა.


პროფესორები მოუწოდებენ ყველას, ვისაც გემოს და ყნოსვის შეგრძნებების გაქრობა აღენიშნება, რომ შემდგომ ნაბიჯებსა და იმის გარკვევამდე, აქვთ თუ არა კორონავირუსი, უმჯობესია, იზოლაციაში მოექცნენ.





0
33
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0