x
image
თორ ნიკე
Mediator image
მცენარეები
მცენარეები


2001 წელს გამოქვეყნებულმა გენეტიკურმა კვლევამ სოკოებისა და მცენარეების შესახებ აჩვენა, რომ დედამიწის ისტორიაში და მისი კლიმატის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულეს მცენარეებმა და სოკოებმა და ისინი გაჩნდნენ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კერძოდ 2001 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ "Science"-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმელეთის პირველი მცენარეები წარმოიშვნენ 700 ათასი წლის წინ, ხოლო პირველი სოკოები ხმელეთზე გაჩნდნენ ჯერ კიდევ 1.3 მილიარდი წლის წინ. მცენარეებმა შეასრულეს უდიდესი როლი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის კლებაში და მოამზადეს გარემო ე.წ. "დიდი კამბრიული აფეთქებისთვის", ანუ პერიოდისთვის, როდესაც ძალიან გამრავლდა ცხოველთა სამეფო და მთელ პლანეტას მოედნენ. ეს სწორედ მცენარეების დამსახურებით მოხერხდა (წყარო: science.psu.edu)


მცენარეები


მცენარეების სამეფო ეუკარიოტების, ევკარიოტების ანუ ბირთვიან-უჯრედოვანი ცოცხალი არსებების დომენში ანუ იმპერიაში შემავალი 4 სამეფოდან ერთ-ერთია (პროტისტები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები). მცენარეებსა და ადამიანებს ცხადია საერთო წინაპარი ჰყავდა, ისევე, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, მაგრამ მცენარეებისა და ადამიანების წინაპარი სახეობების გზები ევოლუციის პერიოდის ადრეულ პერიოდშივე გაიყარა. მაგალითად 2006 წელს ჩატარებულმა მინესოტას უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ პირველი სოკოები არ იყვნენ ხმელეთზე გავრცელებული არსებები, არამედ წყალში არსებობდნენ. სოკოები წყალში წარმოიშვნენ 1.538 მილიარდი წლის წინ და 1.3 მილიარდი წლის წინ უკვე გავრცელდნენ ხმელეთზეც. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი ასევე წყალში წარმოიშვნენ 1.547 მილიარდი წლის წინ და ხმელეთზე გავრცელდნენ 700 ათასი წლის წინ. (წყარო: eurekalert.org)



მცენარეები


მცენარეების 250, 000-ზე მეტი სახეობაა უკვე აღწერილი მეცნიერების მიერ და ეს სახეობები ყველანი ერთიანდება სხვადასხვა განაყოფად. ასე რომ მცენარეების სამეფო იყოფა სხვადასხვა "დივიზიად", განაყოფად, კატეგორიად ანუ ტიპად (Phyla, Phylum). ზოგიერთი ავტორი ასახელებს თორმეტს, ზოგიც მეტს. რომ გავაერთიანოთ, საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს განაყოფებია:

1. ანთროცეროტოფიტები ანუ ანთოცეროფიტები (Anthrocerotophyta; Anthocerophyta) - რქაფოთოლა მცენარეები. აღწერილია 300-მდე სახეობა.

2. ბრიოფიტები (Bryophyta) - ხავსები. აღწერილია დაახლოებით 12, 000 სახეობა.

3. ქაროფიტები (Charophyta) - წყალმცენარისებრები. აღწერილია დაახლოებით 1000 სახეობა.

4. ქლოროფიტები (Chlorophyta) - ყვითელ-მწვანე მცენარეები. მოიცავს დაახლოებით 7000 სახეობას.

5. კიკადოფიტები (Cycadophyta) - პალმისებრები. აღწერილია 200-მდე სახეობა.

6. გინკგოფიტები (Ginkgophyta) - ადიანტუმის ანუ ე.წ. ვენერას თმის მსგავსი მცენარეები. აღწერილია ერთი არსებული და 50 გადაშენებული სახეობა.

7. გლაუკოფიტები (Glaucophyta) - ლურჯ-მწვანე წყამცენარეები. აღწერილია 13 სახეობა.

8. გნეტოფიტები (Gnetophyta) - უმეტესად გადაშენებული. გნეტუმისებრი, ხშირად საფარფოთლოვანი მცენარეები. აღწერილია 70სახეობა.

9. ლიკოპოდიოფიტები ანუ ლიკოფიტები (Lycopodyophyta; Lycophyta) - ე.წ. მგლის მცენარის მსგავსები. აღწერილია 1290 დღემდე არსებული სახეობა.

10. მაგნოლიოფიტები ანუ ანთოფიტები (Magnoliophyta; Anthophyta) - მაგნოლიისებრი მცენარეები. აღწერილია 1290 სახეობა.მარქანტიისებრი მცენარეები.

11. მარქანტიოფიტები ანუ ჰეპატოფიტები (Marchantiophyta; Hepatophyta) - მარქანტიისებრი მცენარეები. აღწერილია 9000 სახეობა.

12. პინოფიტები ანუ კონიფეროფიტები (Pinophyta; Coniferophyta) - ფიჭვისებრი მცენარეები ანუ წიწვოვნები. აღწერილია 629 დღემდე არსებული სახეობა.

13. პტერიდოფიტები ანუ ფილიკინოფიტები (Pteridophita, Filicinophyta) - გვიმრისებრი მცენარეები. აღწერილია 9000 სახეობა.

14. ფსილოფიტები (Psilophyta) - უმეტესად გადაშენებული. დარჩენილია მცირე რაოდენობის სახეობა.

15. სფენოფიტები (Sphenophyta) - შვიტასებრები, "ცხენის კუდა" მცენარეები.

16. ანთოფიტები (Anthophyta) - ყველა მცენარე, რომელიც ყვავილობს.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
139