x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თვითიზოლაციის დღიურები , დღე III
image

დღეს ალბათ ყველას უფრო მეტად გაგვიჭირდა სახლში ყოფნა, ვიდრე სხვა დღეებში. რთულია ოთახებში სეირნობა მაშინ, როცა გარეთ მზიანი ამინდი დგას.

დილიდან ხატვის სურვილმა ამიტანა, მაგრამ მეზარებოდა, რადგან დიდად იდეებს არ შევუწუხებივარ, მაგრამ ხელების საღებავებში დასვრამ მშვენიერ ხასიათზე დამაყენა, ამას დამატებული უსაყვარლესი სერიალი "Final Space, " უმნიშვნელოვანესი კომპონენტი- ცხელი ყავა და დღის განწყობაც შექმნილია.

imageუკან ტკბილ სასუსნავებს ხედავთ, ხოდაა, შემიძლია დღის რჩევად სწორედ მისი "რეცეფტი" შემოგთავაზოდ. ის სიტყვა ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ამდენად მარტივ დესერტს განსაკუთრებული ტექნოლოგია არ სჭირდება.


თუ თქვენ არ მეგობრობთ სამზარეულოსთან, (ისევე როგორც მე)

imageორცხობილებისა და "სგუშონის" შერწყმით შეგიძლიათ უგემრიელესი რამ მიიღოთ:

imageშეგიძლიათ გაყინოთ და ისე მიირთვათ..

უნდა გამოგიტყდეთ, რომ გუშინდელი წიგნი არ დამიწყია, მაგრამ წინ დიდი დროა.

არ ვაპირებ იმ რთულ თემებზე საუბარს, რომელიც ამ დღეებში გახდა ცნობილი, რადგან მე მხოლოდ პოზიტივისთვის ვწერ ჩემს დღიურებს და ბოლომდე ასე გავაგრძელებ

დღის ფოტოს შემოგთავაზებთ, ასე გამოიყურება ქალაქ რუსთავის "დისტანციური ბირჟა, "

image

მერე რა, რომ დღეს მხოლოდ მესამე დღეა, ერთად ყველაფერს გადავიტანთ!

#დარჩისახლში
#დაიცავიადამიანები

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:მრნ
მრნ
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0