x
image
ლურჯი თოლია
შარავანდედის ეფექტი, რომელსაც ხშირად იყენებდა ობამა

შარავანდედის ეფექტი (halo effect), რომლის თანახმადაც ჩვენ ინდივიდის შესახებ ზოგადი შეხედულება გვიყალიბდება მისი ერთი რომელიმე თვისების მიხედვით, ემპირიულად ჯერ კიდევ 1920 წელს ბიჰევიორიზმის ერთ-ერთმა პიონერმა ედუარდ თორნდაიკმა (Edward Lee Thorndike) დაადასტურა.

image

ეს მეტად საინტერესო ეფექტი გვაიძულებს ადამიანი შევაფასოთ ან ვიმსჯელოთ მის შესახებ მხოლოდ ერთი რომელიმე თვისების მიხედვით. მაგალითად თუ თქვენ გარეგნულად მოგწონთ ადამიანი, დიდი ალბათობით ივარაუდებთ, რომ მას კარგი ინტელექტი აქვს, მეგობრული და კეთილი ადამიანია.

ზოგადად შარავანდედის ეფექტს განაპირობებს ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურება – იაზროვნოს მცდარი ანალოგიებით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფართოდ გავრცელებული ორი სტერეოტიპული შეცდომა: "გვერდით ყოფნა - ერთად ყოფნას ნიშნავს" და "წარმატება ერთ საქმეში - ნიშნავს წარმატებას სხვა საქმეებშიც".

"გვერდით ყოფნა - ერთად ყოფნას ნიშნავს"
პირველი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ „ვინმეს გვერდით ყოფნა - ერთად ყოფნას ნიშნავს“. სწორედ ეს ფენომენი განაპირობებს იმას, რომ მაღალი თანამდებობის ან ცნობილი ადამიანების გვერდით ყოფნა საზოგადოების თვალში ზრდის პიროვნების სოციალურ სტატუსს.

სწორედ ამის გამო უყვართ პოლიტიკოსებს პოპულარული მსახიობების, სპორტსმენების და მუსიკოსების, ცნობილი მეცნიერების, მწერლებისა და მხატვრების გვერდით ყოფნა.
ამ გზით პოლიტიკოსებზე პროეცირდება და ნაწილობრივ გადადის ის სიყვარული და კეთილგანწყობა, რომელიც ხალხს საზოგადოების მიერ პატივცემული ადამიანების მიმართ გააჩნია.

ამ ხერხს ძალიან ხშირად და ეფექტურად იყენებდა პრეზიდენტი ობამა.

0
411
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0