x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედა-შვილი კრემაციისთვის გამზადებულ გვამებს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ და ყიდდნენ
image

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა მიაკითხა პოლიციას და მოუთხრო ისეთი ამბავი, რა დროსაც თმები ყალყზე დაგიდგებათ. ქალმა განაცხადა, რომ მისი უფროსი, ქალიშვილთან ერთად, კრემაციამდე იპარავს ოქროს კბილებს, თუმცა შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ დედა და ქალიშვილი ცხედრებიდან იპარავდნენ არა მხოლოდ ოქროს გვირგვინებს, არამედ გვამის ორგანოებს.


დაკრძალვის ბიუროს მფლობელები, მონტროსში, (კოლორადო, აშშ) 43 წლის მეგან ჰესი(Megan Hess) და დედამისი, 66 წლის შირლი კოხი(Shirley Koch) ვაჭრობდნენ გვამების შინაგანი ორგანოებით, რა დროსაც ყალბ დოკუმეტებს იყენებდნენ.


2010 წლიდან დედა და ქალიშვილი ვაჭრობდნენ გარდაცვლილთა ნაწილებით და მათი შინაგანი ორგანოებით, ამ დროს გარდაცვლილის ნათესავებს ატყუებდნენ, რომ მათ ცხედარს კრემაცია გაუკეთეს, რა დროსაც მომსახურებისათვის 1000 დოლარს ახდევინებდნენ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქალები ორმაგ სარგებელს ნახულობდნენ: ცალკე კრემაციიდან და ცალკე ცხედრების გაყიდვით.


image

უფრო მეტიც, იტყუებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ ყველა საჭირო ნებართვა და დოკუმენტი, რომ გარდაცვლილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. თუმცა, ეს ასე არ იყო. ცნობილი გახდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილი C ჰეპატიტით იყო დაავადებული, იუწყება Daily Mail-ი.

image

აღსანიშნავია, რომ ცხედრების ნაწილებს ფოსტითაც აგზავნიდნენ, - ჰერმეტულ პაკეტებში ათავსებდდნენ და კურიერის ხელით აწვდინდნენ კლიენტს.

image

2010 წლიდან 2018 წლამდე - ქალბატონებმა მოახერხეს 38 გვამის გაყიდვა.


"მეწარმე ქალბატონებს" ბრალად ედება თაღლითობა, რომელიც დაკავშირებულია უკანონო გადაზიდვებთან, სხეულების ინფიცირებულ ნაწილების ტრანსპორტირებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან. ახლა ქალებს ხანგრძლივი პატიმრობა და 250 ათასი დოლარი ჯარიმა ელოდებათ.

3
959
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
959
  
5 მაისი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 აპრილი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

26 მარტი, 1:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3