x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იტალია ამერიკისგან დახმარებას ითხოვს
image

იტალიის მთავრობა პენტაგონისგან დახმარებას ითხოვს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატოს მოკავშირე ქვეყანამ სამხედრო დახმარებისთვის უშუალოდ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს მიმართა, იტყობინება CNN.




გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ლორენცო გუერინიმ ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა.

ასევე, ქვეყნის ხელისუფლებას იტალიაში მყოფი ამერიკელი სამხედრო ექიმების დახმარების იმედი აქვს.



როგორც ცნობილია, იტალიის დასახმარებლად ჩინელი ექიმების ბრიგადა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში ჩავიდა, აგრეთვე კუბამ ექიმთა 52 კაციანი ბრიგადა გააგზავნა.


22 მარტს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შვიდი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ -76 გაიგზავნა იტალიაში, რომელმაც 100 წამყვანი ვირუსოლოგი ჩაიყვანა ეპიდემიის ეპიცენტრში, ასევე სამხედრო ექიმები და ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ციმბირის წყლულის ლიკვიდაციაში.



0
351
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0