x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"მოკვდებიან ადამიანები,რომლის გადარჩენაც შეიძლებოდა"-კრიტიკული სიტუაცია ნიუ-იორკში
image

ნიუ იორკის მერი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ქალაქში კოროვირუსული ეპიდემია კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ხოლო აუცილებელი მედიკამენტების მარაგი მთავრდება.


”დეფიციტი 10 დღეში დადგება.” - განაცხადა ბილ დე ბლაზიომ-თუ ჩვენ ვერ მივიღებთ დამატებით ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, ხალხი უბრალოდ დაიხოცება."


ნიუ – იორკის შტატი გახდა კორონავირუსის ეპიცენტრი ამერიკაში, ქვეყანაში თითქმის ყველა შემთხვევის ნახევარი ამ ქალაქზე მოდის.


საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოროვირუსით ინფიცირების 31057 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 390 .




კვირას 22 მარტს, შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომმა გამოაცხადა 15168 ინფექციის შემთხვევა, რომელიც ოთხი ათასით მეტია, წინა დღესთან შედარებით. კუომომ შტატში ყველა გადაუდებელი ოპერაციის გადადების შესახებ ბრძანება გასცა.


”ამერიკელებმა უნდა იცოდნენ მწარე რეალობა .” - განაცხადა დე ბლაზიომ NBC News– თან ინტერვიუში. ”სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ასე რომ, აპრილი და მაისი გაცილებით მძიმე იქნება”.

ამჟამად მთელს მსოფლიოში Covid-19 ინფექცირებულთა თითქმის 5% -ი ნიუ-იორკზე მოდის .

ნიუ – იორკში 9000 – ზე მეტი შემთხვევიდან 38 შემთხვევა დაფიქსირდა ციხეებში, მათ შორის 21 პატიმარია. აქტივისტებმა მოუწოდეს შემცირდეს პატიმრების საჯელის ვადა, რათა აღარ გავრცელდეს ციხეებში Covid-19-ი

ასევე ნიუ – იორკის 98 პოლიციელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა ნიუ-იორკში, დე ბლაზიო აგრძელებს ადმინისტრაციის კრიტიკას იმის გამო, რომ ხელისუფლების რეაქცია არაადეკვატურია.

”პირდაპირ ვიტყვი: თუ პრეზიდენტი არ მიიღებს ზომებს, მაშინ მოკვდებიან ადამიანები, რომლის გადარჩენაც შეიძლებოდა, - განაცხადა ნიუ იორკის მერმა.” ეს არის უდიდესი ეროვნული კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ”

ნიუ-იორკის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ყოფნით მედიკამენტები, არც სასუნთქი აპარატები.

0
631
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0