x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხილული სიზმრები

ძილში ვერასდროს ვერ მოიწყენ, აქ იმდენი რამ ხდება... ჩვენ ყოველ ღამით ვხვდებით იმ თეატრში, სადაც იდგმება სპექტაკლი სახელად “სიმზარი''. ათასმოქმედებიანი, საოცრად მდიდარი ფაბულით, უცნობი და ნაცნობი მსახიობებით, სცენარისტი და რეჟისორი თავად ჩვენ... თუმცა მაინც რა არის სიზმარი? ფროიდი ამბობს, რომ ეს “არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზაა''. არადასავლურ კულტურებში სიზმრების ინტერპრეტირება გარკვეულ ძალებთან და სიმბოლოებთანაა დაკავშირებული, დასავლური კულტურის წარმომადგენლები კი ცდილობენ მეცნიერების ენით ახსნან სიზმრის ფენომენი. მაშინ, როდესაც სხვები ფიქრობენ იმაზე, თუ რა არის სიზმარი, იაკისუ კამიტანი დაინტერესდა მისი ვიზუალური მხარით. მან ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ასობით სუბიექტს აძინებდა მოკლე ხნით მრტ-ს აპარატში, შემდეგ კი აღვიძებდა და სიზმარს აყოლებდა. სანამ ეღვიძათ, გარკვეულ ობიექტებს აჩვენებდა და მათი ტვინის რეაქციებს აკვირდებოდა. რეაქციების შესწავლით მათი სიზმრების 70%-ს იცნობდა, რასაც ექსპერიმენტში მონაწილენი უდასტურებდნენ. ამ სიზმრებს იგი ვიდეოებად აქცევდა. ალბათ ყველა ჩვენგანს მოუნდებოდა საკუთარი სიზმრის ფხიზელ მდგომარეობაში ნახვა, ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა ფსიქლოგიის პროფესორი ჯეკ გალანტი ამბობს, რომ “სანამ მეცნიერებისათვის სიზმრების წარმომავლობა ამოუსხნელი რჩება, მას ნამდვილად ვერ ჩავწერთ''. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო პროგრესი მაინც იძლევა იმის იმედს, რომ ერთ დღესაც ჩვენი სიზმრები მართლაც გახდება ხილული და ჩვენ შევძლებთ მანიფესტურად დავინახოთ სიზმრის ლატენტური შინაარსები.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0