x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
სტიგმის ზოგადი ბუნება

თითოეული ჩვენგანი იარლიყს ატარებს. იარლიყს, რომელიც კომპლიმენტია, სიამოვნებით ვიღებთ. უსიამოვნო და სასტიკი იარლიყები კი შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე მძიმე ტვირთად გაგვყვეს. იყო სტიგმატიზირებული სწორედ ასეთ ტვირთს წარმოადგენს. სტიგმატიზაცია ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე აყენებს მასტიგმატიზირებელსა და სამიზნეს. საფრთხის წინაშე დგება მათი ადამიანურობა, ხდება, არა მხოლოდ სტიგმატიზირებული პიროვნების გაუფასურება, არამედ ჩრდილის ქვეშ ასევე ექცევა სტიგმის ავტორიც, შესაძლოა მოხდეს დეპერსონალიზაცია. თუ წმინდა წერილს დავუჯერებთ, სამყაროს, იმგვარად როგორც ახლა იგი ჩვენ მოგვეცემა, სწორედ სტერეოტიპული მსჯელობა და გველის მიერ ქალის სტიგმატიზაცია უდევს საფუძვლად, -ქალია და მარტივად შეცდებაო. ევოლუციური კუთხითაც სტიგმა სამყაროს საწყისებიდან იღებს სათავეს და წმინდად ადაპტაციური ბუნებისაა. ისეთი უნივერსალიების წყალობით, როგორებიცაა გადარჩენის ინსტიქტი, თუ უცხოს მიმართ შიში, სტიგმამაც დროში მდგრადობა შეიძინა და წარმატებით მოაღწია თანამდროვეობამდე. თუმცა დღესღეობით მოდერნიზდა, შეიძინა მეტად უარყოფითი დატვირთვა და კოგნიტური რესურსების სიმწირეც აღარაა რელევანტური ახსნა სტიგმატიზაციის ფენომენისთვის. კოგნიტური შესაძლებლობები სტიგმის დაძლევის საშუალებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ, მითუმეტეს რომ გენეტიკური დისპოზიციების დაძლევის საშუალებად სწორედ კოგნიტური განხილვა მიიჩნევა. სტიგმატიზაციის პროცესის მსვლელობაში თანაბარი ძალებით ხასიათდებიან, როგორც სტიგმატიზირებული, ისე მასტიგმატიზირებული. ეს ორი განსხავავებული პერსპექტივის არსებობას და შესაბამისად სტიგმის გამომწვევი მიზეზების განსხავავებული ატრიბუციის არსებობას გულისხმობს. ატრიბუცია შეიძლება იყოს სიტუაციური, ან დისპოზიციური. ზემოთ ხსენებულ პროცესში მონაწილე ორი მხარე მუდმივ ინტერაქციაშია ერთმანეთთან, სწორედ ამის კვალობაზე ყალიბდება სტიგმა. თუმცა შესასწავლად ამგვარი ინტერაქცია რთული მოსახელთებელია. პრობლემას წარმოადგენს ის რომ პროტაგონისტისა და ანტაგონისტის შესახებ ცალ-ლაკე ბევრი ცოდნაა, თუმცა სცენაზე მათი ერთობილი თამაშის შესახებ ცოტა რამ ვიცით. ამ უკანასკანელის შესახებ, ყველაზე დიდ ცოდნას ალბათ ის თეორია იტევს რომელიც ინტერქაციული ხასიათისაა და მოიცავს ქცევის აღმძრელის როგორც სიტუაციურ ისე დისპოზიციურ ფაქტორებს. ასეთად დ.უზნაძის “განწყობის თეორია’’ შეიძლება მივიჩნიოთ. ამ თეორიის ჭრილში, განწყობა არის მოდიფიცირებული ფსიქიკა. სტიგმის არსებობის საკითხს მნიშვნელოვანად განაპირობებს როგორც ობიექტში, ისე ობიექტს გარეთ არსებული განწყობები. თავის მხრივ, სტიგმა დიდწილად შეიცავს აფექტს, სიმპატია, ანუ დადებითი განწყობა და ანტიპატია, უარყოფითი განწყობა.თუ ფსიქიკას დავშლით ნაწილებად და მოვახდენთ თითოეული მისი ნაწილის ცალ-ცალკე მოდიფიცირებას, მაშინ განწყობის ჩამოყალიბების პროცესი მეტად მარტივი გახდება და სტიგმის სტრუქტურირება, თუ დესქტრუქციაც გაადვილდება. სტიგმის ბუნების ბოლომდე შესასწავლად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდება მაშინ როდესაც ინტერაქცია იწყება. ინტერაქციაში მონაწილენი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც “ინი’’ და “იანი’’, რადგან სამყაროში არსებობს თეთრიც და შავიც, სრული ჰარმონია კი მათ შორის ინტერაქციაა.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0